ჟერარ დეპარდიე: “მე ვამაყობ იმით, რომ ვარ რუსეთის მოქალაქე და ჩემი პრეზიდენტია პუტინი”

0

depardieცნობილი ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, არ განიცდის დისკომფორტს ამერიკისა და ევროპის ქვეყნების მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო რია-ნოვოსტი იტყობინება.

“მე ამას არ განვიცდი, რადგან ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკა”-აცხადებს დეპარდიე და იქვე დასძენს, რომ “რუსებს გაუმართლათ, რადგან ყავთ ისეთი პრეზიდენტი, როგორიც ვლადიმერ პუტინია”.

“ვლადიმერ პუტინი ერთად ერთია მსოფლიო ლიდერებს შორის, რომელიც პატივს სცემს ხალხს.მე ვამაყობ იმით, რომ ვარ რუსეთის მოქალაქე და ჩემი პრეზიდენტია პუტინი”-აცხადებს დეპარდიე.

სხვა ახალი ამბები: