ჟურნალისტ ირაკლი აბსანძის დაკავებასთან დაკავშირებით ,,ლიბერალი” განცხადებას ავრცელებს

0

absandzeჟურნალისტ ირაკლი აბსანძის დაკავებასთან დაკავშირებით ,,ლიბერალი” განცხადებას ავრცელებს.

,,გუშინ შშს-მ დააკავა “ლიბერალის” პოლიტიკის განყოფილების რედაქტორი ირაკლი აბსანძე. როგორც მისი ადვოკატი გაგი მოსიაშვილი ამბობს, ირაკლის ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით ედება, რაც ნარკოტიკების შეძენა შენახვა გადატანას გულისხმობს და 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ირაკლიმ მეგობრისგან ამანათი მიიღო, სადაც სავარაუდოდ, მარიხუანა აღმოჩნდა. ირაკლიმ არაფერი იცოდა იმის შესახებ, თუ რა იდო ამანათში. ფოსტიდან წერილი იმის შესახებ, რომ ირაკლის სახელზე ამანათია მოსული, რედაქციაში დაახლოებით 6 დღის წინ მოვიდა,”-ნათქვამია განცხადებაში.

,,ლიბერალის” მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დაკავებული ჟურნალისტი
“ლიბერალის” პოლიტიკის განყოფილების რედაქტორია.

,,მისი სტატიები ყოველთვის გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით და საინტერესო, ღრმა ანალიზით. ჩვენ გვეამაყება, რომ ირაკლი ჩვენი თანამშრომელი და მეგობარია.

იმედი გვაქვს, ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე შეძლებს თავისი უდანაშაულობის დამტკიცებას”-ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი აბსანძე ტელეკომპანია “მე 9 არხის” პროდიუსერი იყო. ამჟამად კი ის ჟურნალ “ლიბერალში” მუშაობს.

სხვა ახალი ამბები: