რაბათში “შავი ზღვის აბრეშუმის გზის კორიდორის” პრეზენტაცია გაიმართა

0

IMG_8585საქართველოს და სხვა ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობის და ლანდშაფტურ ძეგლებზე ინოვაციური საინფორმაციო დაფები და საგზაო მიმართულების მანიშნებლები განთავსდა.
ამასთან დაკავშირებით ფონდმა „ტაძრელი და ახალციხის მერიამ რაბათის ციხე-ქალაქის კომპლექსში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის – „შავი ზღვის აბრეშუმის გზის კორიდორის“ პრეზენტაცია გამართეს.
პროექტი 5 პარტნიორსა და 4 ქვეყანას შორის საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის ტრიუმფი გახლდათ. ეს ქვეყნებია: საბერძნეთი (კოოპერაციის ევროპული რეგიონული გეგმა), თურქეთი (Ekonomistler), საქართველო (ფონდი „ტაძრელი“) და სომხეთი (AMAR და ფრინველების დაცვის სომხური საზოგადოება).
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტი – ,,შავი ზღვის აბრეშუმის გზის კორიდორი” (Black sea silk road corridor) საქართველოში ფონდმა „ტაძრელმა“ განახორციელა.IMG_8506
პროექტის მნიშვნელობასა და დეტალებზე “კვირა“ ფონდ „ტაძრელის“ ვიცე-პრეზიდენტს სიმონ კოპაძეს ესაუბრა.
კოპაძის თქმით, პროექტი საქართველოს და სხვა ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობისა და ლანდშაფტურ ძეგლებზე საინფორმაციო დაფების და საგზაო მიმართულების მანიშნებლების განთავსებას მოიცავს.
დაფებზე, გარდა ძეგლის ფოტოს და აღწერისა, დატანილი იქნება QR კოდი, რისი საშუალებითაც მობილური ტელეფონების, პლანშეტების გამოყენებით, ტურისტებს შეეძლებათ, გადავიდნენ პროექტის ვებგვერდზე და მოიპოვონ სასურველი ინფორმაცია პროექტში ჩართული ყველა ძეგლის და მათ გარშემო არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის შესახებ.
“პროექტი შედგება სამი ძირითადი კომპონენტისაგან. ესენია: რეალური გზა, რომელიც შედგება 60 კულტურული – ისტორიული მნიშვნელობის ძეგლისგან და მარკირებულია 60 ინფო პანელით და 8 საგზაო მანიშნით. საინფორმაციო პანელები სამენოვანია – ქართული, ინგლისური, რუსული და მათზე დატანილია ე.წ. QR კოდი, ამ კოდს გადავყავართ საიტზე, სადაც პროექტში შემავალი ყველა ძეგლია მოცემული. მეორე ეტაპია ვირტუალური ელექტროგზა, რომელიც მოიცავს ვებპორტალს, 5 სმარტფონის აპლიკაციას მულტიმედიური შინაარსის მონაცემთა ბაზით, სოციალურ ქსელში ინტეგრაციით და ვირუსული მარკეტინგით; მესამე ეს არის ონლაინცნობარი, რომელიც საშუალებას მისცემს ადგილობრივ პროვაიდერებს, უზრუნველყონ მათი მომსახურება: საცხოვრებელი, კვება, ადგილობრივი საქმიანობა, სუვენირები, ხელობა, ადგილობრივი გიდები და სხვა;
გარდა ამისა, ადგილობრივი, რეგიონალური და ეროვნული ტურისტული მომსახურების პროვაიდერებს ჩაუტარდებათ ტრენინგი სოციალური ქსელის შესაძლებლობებზე მათი მომსახურების გასაძლიერებლად“, -განუცხადა “კვირას“ სიმონ კობაძემ.
პროექტის მარშრუტმა საქართველოს ტერიტორიაზე 6 რეგიონზე სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში, იმერეთში სამეგრელოში გურიაში და აჭარაში გაიარა. საინფორმაციო ბანერები 60 ისტორიულ-კულტურულ ძეგლებზე განთავსდა. მათ შორის: ვარძიაში, ხერთვისში, რაბათში, აწყურში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში და სხვა ძეგლებზე.IMG_8706
გზის ვირტუალური წარმოდგენისთვის შექმნილია ვებგვერდი და სმარტფონის ექვსი აპლიკაცია სოციალური მედიაინტეგრაციით, ონლაინკატალოგი შეიცავს ტურისტული მომსახურების პროვაიდერების სიას (საცხოვრებელი პირობები, საკვები, ადგილობრივი რეწვა, სუვენირები, ტურები და სხვა) თითოეული დანიშნულების პუნქტის მიხედვით. კატალოგი და აპლიკაციები სომეხმა IT ინჟინრებმა შეიმუშავეს და ისინი ოთხივე ქვეყანაში გამოიყენება. ონლაინკატალოგში 400-ზე მეტი მეწარმე რეგისტრირდება, რაც მათ ვებპორტალისა და აპლიკაციების მომხმარებლებთან უშუალო კომუნიკაციის საშუალებას აძლევს. პროექტის გაფართოებასთან ერთად უფრო მეტი მეწარმე რეგისტრირდება.
შედეგად, პროექტს ადგილობრივი ტურიზმის განვითარების მეშვეობით წვლილი შეაქვს სოფლის განვითარებაში, ამდიდრებს ვიზიტორების გამოცდილებას და იცავს კულტურულ მონუმენტებსა და ბიოლოგიურ მრავალფეროვნებას.
ორგანიზატორებმა პრეზენტაციაზე დამსწრე სტუმრებისთვის შემდეგი განრიგი შეადგინეს::
რაბათის ციხე-ქალაქის კომპლექსის დათვალიერება; მუზეუმის დათვალიერება გიდის თანხლებით; „აბრეშუმის გზის“ თემატიკაზე უნიკალური საარქივო ფოტოგამოფენა; პროექტის გახსნის ოფიციალური ნაწილი; პროექტის პრეზენტაცია (მომხსნელებლები: რონალდ მანგუმი – ფონდ „ტაძრელის“ ვიცე-პრეზიდენტი, სიმონ კოპაძე – ფონდ „ტაძრელის“ ვიცე-პრეზიდენტი, ახალციხის მერი გიორგი კოპაძე); მუსიკალურ ჯგუფ „სახიობას“ კონცერტი. პრეზენტაცია ფურშეტით დაგვირგვინდა.
საქართველოში „შავი ზღვის აბრეშუმის გზის კორიდორი“ USAID-ის მიერ დაფუძნებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია AMAR Human Development, EDMC პროექტისა და ევროკავშირის მეშვეობით განახორციელა, რომელსაც შავი ზღვის აუზის გაერთიანებული სამოქმედო პროგრამა გააჩნია.
პროექტის საინფორმაციო მხარდაჭერა ანალიტიკურმა პორტალმა “კვირამ“ განახორციელა.

სხვა ახალი ამბები: