რაზე ისაუბრეს მიტროპოლიტმა სერაფიმემ და ალექსანდრე ანქვაბმა?

0

anqvabსოხუმში აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბისა და ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტ სერაფიმეს შორის გამართულ შეხვედრის დეტალებზე, აფხაზური გამოცემა  “ჩერემსკაია პრავდას” მთავარი რედაქტორი ინალ ხაშიგი საუბრობს.

“ეს პირველი ოფიციალური შეხვედრაა. იყო არაოფიციალური შეხვედრებიც და როდესაც ამ შეხვედრების შესახებ ცნობილი ხდებოდა, საზოგადოება ამას ნეგატიურად იღებდა. ალბათ ამ შეხვედრასაც ნეგატურად მიიღებდნენ, რომ არ გამხდარიყო ცნობილი განსახილველი თემა. საქმე იმაშია, რომ აფხაზეთის მთავრობა საეკლესიო საქმეებს გაემიჯნა და აღარ ერევა. პრეზიდენტმა განმარტა, რომ ის არ ჩაერევა კონფლიქტში რომელშიც ერთის მხრივ მამა დოროფეი, რომელიც აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის იბრძვის და მეორეს მხრივ მამა ბესარიონი, რომელიც პირიქით რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას უჭერს მხარს. რაც შეეხება აფხაზეთის მთავრობას, ის მამა დოროფეის მოსაზრებას უჭერს მხარს,” – განაცხადა ხაშიგმა შეხვედრის დეტალებზე საუბრისას.

ინალ ხაშიგის განცხადებით, შეხვედრაზე თითოეული მხარე საკუთარი ინტერესების დაცვას მაქსიმალურად ცდილობდა.

“რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას რა თქმა უნდა სურს, რომ როგორმე შეაჩეროს პროცესი. ქართული ეკლესიაც ცდილობს გაანეიტრალოს უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში შექმნილი რთული სიტუაცია, რომლის შედეგადაც მან მთელი თავისი გავლენა დაკარგა იმ მოვლენებთან, რომლებიც აფხაზეთში ხდება”, – აცხადებს “ჩერემსკაია პრავდას” მთავარი რედაქტორი.

მისი თქმით, მოლაპარაკებებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ანქვაბი საინიციატივო ჯგუფს შეხვდა, რომელიც უკვე რამდენიმე თქვეა აგროვებს ხელმოწერებს აფხაზეთის დამოუკიდებელი ეკლესიის მხარდასაჭერად.

სხვა ახალი ამბები: