რაიონებიდან ჩამოყვანილი აქტივისტები ზუგდიდში ბურჯანაძის გამოჩენას ელოდებიან

0

_avtobusi-shexvedra-2პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ბოლო შეხვედრას ზუგდიდში მართავს. ზუგდიდამდე კი ის მესტიის რაიონის დაბა ხაიშის მოსახლეობას შეხვდა.

მიუხედავად იმისა, რომ ნინო ბურჯანაძის წინასაარჩევნო შტაბის ოცნება იყო ზუგდიდში შეხვედრას მხოლოდ ზუგდიდელები დასწრებოდნენ, ოცნებადვე დარჩა. საპრეზიდენტო კანდიდატის ზუგდიდის შტაბს დამატებითი ძალების მოხმობა დასწირდათ, რომ ჯამში ნანატრი 7.000 ადამიანი ეხილათ ზუგდიდის მთავარ მოედანზე.

დამატებითი ძალები ზუგდიდის მიმართულებით დაიძრნენ წალენჯიხიდან. როგორც ადგილობრივი წყაროები იტყობინებიან აღნიშნული რაიონიდან რამდენიმე წუთის წინ 22 მიკროავტობუსი და 2 დიდი ავტობუსი ზუგდიდისკენ მიმავალ გზას გაუდგა. დამხმარე ძალები დაიძრნენ ასევე ჩხოროწყუს და მარტვილის რაიონიდან. ზუგდიდის შესასვლელთან კოლონა დგას ფოთიდან, ხობიდან და სენაკიდან.

ზუგდიდის ცენტრალური მოედნისკენ შესასვლელი გზები უკვე გადაკეტილია. ავტოსაგზაო მოძრაობას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. თავად დღევანდელი დღის გმირი, ნინო ბურჯანაძე უკვე ზუგდიდშია, რომელიც ზუსტად 17.00 საათზე საგანგებოდ აგებულ სცენასთან მივა და შეკრებილ საზოფგადოებას სიტყვით მიმართავს. ჯერჯერობით გაურკვეველია მოიყრის თუ არა თავს მთავარ მოედანზე 7.000 ადამიანი.

სხვა ახალი ამბები: