რამდენიმე წუთში თენგიზ ჯგუშიას ბრალს წაუყენებენ

0

newsსამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სამხარეო პოლიციამ ყოფილი მაჯორიტარი დეპუტატის თენგიზ ჯგუშიას დაკავების საქმის მასალები სამეგრელო ზემო სვანეთის მხარის საოლქო პროკურატურას დღეს დილით გადასცა. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს წყაროს ინფორმაციით თენგიზ ჯგუშიას ბრალს რამდენიმე წუთში წაუყენებენ. სასამართლო პროცესი კი სავარაუდოდ ხვალ, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ყოფილ მაჟორიტარზე საქმე სისხლის სამართლის საქმე 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით აღიძრა,რაც ხულიგნობასა და იარაღის გამოყენებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი თენგიზ ჯგუშიას 3-დან 7-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სხვა ახალი ამბები: