რამდენი უჯდებოდა “ჯეოსელის” ყოფილ შეფს ოსმან თურანს პრეზიდენტის ოჯახთან მეგობრობა?!

0

turaniკომპანია “ჯეოსელის” არაერთი ტექნიკური მუშაკი შეიძლება საბრალდებო სკამზე აღმოჩნდეს. ამის შესახებ გაზეთი “ქრონიკა” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. საგაზეთო სტატიაში სახელწოდებით “ნაციონალების” ქსელი- “ჯეოსელი” ნათქვამია, რომ “ჯეოსელის” ტექნიკური მუშაკები “სოდ”-ისა და “კუდ”-ის თანამშრომლებს ხელს უწყობდნენ უკანონო მოსმენებში და მათ შესაბამის კონსულტაციებსაც უწევდნენ.

“ქრონიკის” ინფორმაციით სატელეფონო მოსმენები თავად ოსმან თურანის ნებართვით ხდებოდა. მეტიც, მან თავად შეიძინა სპეციალური, ძვირადღირებული ამერიკული აპარატურა, რომლის მეშვეობითაც, ერთდროულად 40.000 ტელეფონის მოსმენა იყო შესაძლებელი.

სახელმწიფო ლობირებით “ჯეოსელმა” უდიდესი ფული იშოვა. “ქრონიკის” ინფორმაციით 2010 წელს კომპანიამ 282 მილიონი მოგება ნახა. კომპანია “ჯეოსელს” ოფიციალურად 101 მილიონი ეპატია, მაგრამ აქედან 20 მილიონი კომპანიის მესვეურებმა პრეზიდენტ სააკაშვილს გადაუხადეს. კონკრეტულად კი აღნიშნული თანხა ოფშერულ ზონებში გადაურიცხეს და ასე დასრულდა ეს გარიგებაც- იუწყება გაზეთი “ქრონიკა”.

გაზეთი ქრონიკა სანდო წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებს ექსკლუზიურ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კომპანია “ჯეოსელის” გენერალურ დირექტორს ოსმან თურანს სააკაშვილის ოჯახთან მეგობრობა საკმაოდ ძვირი უჯდებოდა. მან 2010  წელს მიხეილ სააკაშვილს “როლექსის” ფირმის 20.000 დოლარიანი საჩუქარი უძღვნა, ქვეყნის პირველ ლედის სანდრა რულოვსს კი “გუჩის” ფირმის უძვირფასესი ყელსაბამი. გაზეთის მიერ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად ოსმან თურანი პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას ნებისმიერ ახირებებსაც ასრულებდა.

 

სხვა ახალი ამბები: