რამ “ააჭიხვინა” ეკა ბესელია და უჩივლებს თუ არა ის დარეჯან ცქვიტარიას სასამართლოში?!

0

beseliaრამდენიმე დღის წინ ფოთის საკრებულოს წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან” დარეჯან ცქვიტარიამ, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესბელია ადგილობრივი ბიზნესის ზეწოლაში დაადანაშაულა. ამ თემას თავად ეკა ბესელია ადგილობრივ ტელევიზიაში გასული თოქ-შოუს საშუალებით გამოეხმაურა და ცქვიტარიას უღირსი და მატყუარა ქალბატონი უწოდა.

ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია ფოთის საკრებულოს წევრის, დარეჯან ცქვიტარიას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

“მე მინდა ვუპასუხო ამ მატყუარა და ძალიან უპასუხისმგებლო ქალბატონს, რომელიც ძალიან უღირსი განცხადებებით გამოირჩევა. ის საკრებულოს წევრია და მხოლოდ ამიტომ ვუპასუხებ, თორემ პასუხის ღირსადაც არ ჩავთვლიდი სხვა შემთხვევაში. რადგან საკრებულოს წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან” მსგავსი რამის უფლება მისცა თავის თავს და განაცხადა, რომ თურმე დეპუტატი ფულს აკეთებს, კეთილს ინებებს და აი ამ განცხადებაზე პასუხს აგებს. მოიტანს კონკრეტულ ფაქტს, დადებს კონკრეტულ ფაქტს და აი ამას მოიტანს ის სასამართლოში”-აცხადებს ეკა ბესელია.

ბესელიას კომენტარს კომენტარითვე პასუხობს თავად საკრებულოს წევრი დარეჯან ცქვიტარია და მაჟორიტარი დეპუტატის სატელევიზიო გამოსვლას ამაზრზენსა და სასაცილოს უწოდებს.

“ძალიან ამაზრზენი და სასაცილო იყო მისი კომენტარი, იმდენად რამდენადაც სიმართლის მოსმენამ ააჭიხვინა ბესელია და გამოიყვანა მწყობრიდან. შეიძლება ბესელიას დაეკითხო იურიდიულ საკითხებზე, მაგრამ ზნეობასა და მორალთან ის ცოტა მწყრალად არის და მე მგონი ვერ დავეკითხებით ჩვენ მას ვერაფერს”-აცხადებს დარეჯან ცქვიტარია.

სხვა ახალი ამბები: