რას აცხადებდა პარლამენტში მისული თავდაცვის მინისტრი ერთი წლის წინ?

0

201409271314021alasaniaზუსტად ერთი წლის წინ, 2013 წლის ნოემბერში საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ირაკლი ალასანიამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეების მასიური მოწამვლის ფაქტი კიდევ ერთხელ უარყო და აღნიშნა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით საბოლოო შედეგებს პროკურატურისგან შევიტყობთ.

 

მან წლის ბოლომდე ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებაზე გაამახვილა ყურადღება და ყოფილი ხელისუფლების პერიოდში არამიზნობრივად დახარჯული თანხის საკითხს შეეხო:

„მოგიწვევთ და განახებთ, როგორ სიტუაციაში, ვითარებაში უნდა იყვნენ ღირსეული ჯარისკაცები… თქვენ თუ გაგაღიზიანათ იმან, რომ დავსვი კითხვა იმ 8 მილიარდთან დაკავშირებით თქვენმა ხელისუფლებამ დახარჯა თუ არა მიზნობრივად. ჩვენ ვნახეთ იმ ფულით როგორი 25 000 „კალაშნიკოვი” იქნა შეძენილი, როგორი ტანკები იყიდეს, ეს არის გასარკვევი და გამოსაძიებელი”-განაცხადა ირაკლი ალასანიამ

სხვა ახალი ამბები: