რას თხოვდნენ ზუგდიდიდან გაგზავნილ წერილში ედუარდ შევარდნაძეს

0

Eduard_Shevardnadze2002 წელს საქართველოს იმჟამინდელ პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს ზუგდიდის საკრებულოს 9 წევრმა საპროტესტო წერილი გაუგზავნა. ისინი შევარდნაძეს წერენ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის თენგიზ ჯგუშიასა და მისი ძმის, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის თორნიკე ჯგუშიას უკანონო საქმიანობის შესახებ.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს ხელში ჩაუვარდა საპასუხო წერილი, რომელსაც თენგიზ ჯგუშიას დავალებით ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე (თენგიზ ჯგუშიას ძმა თორნიკე ჯგუშია) და ის საკრებულოს წევრები აწერენ ხელს, რომლებიც თენგიზ ჯგუშიას დირექტივებს ასრულებდნენ ზუგდიდის საკრებულოში. გთავაზობთ ამონარიდებს smo.ge-ს მიერ მოპოვებული საპასუხო წერილიდან:

“ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი თენგიზ ჯგუშია, ზუგდიდის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ანთია, ზუგდიდის ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ჯგუშია, პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულთან ბატონ ბონდო ჯიქიასთან ერთად რეგიონში წარმოადგენენ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ჩამოყალიბებული ერთიანი სახელმწიფოებრივი კურსის გამტარებლებს,რაშიც პირველ რიგში, იგულიისხმება რეგიონში სტაბილურობის მიღწევა, კანონიერების გამყარება, წესრიგი, კორუფციის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა, არსებული მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლა და მოსახლეობის წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრა, რომლის აბსოლიტურმა უმრავლესობამ 2001 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა მისცა ბატონ ედუარდ შევარდნაძეს, ხოლო 1999 წლის მაჟორიტარულ არჩევნებში ზუგდიდის მოსახლეობამ ცალსახად დაუჭირა მხარი, თენგიზ ჯგუშიას, რომელმაც კონკურენტებთან შედარებით დიდი უპირატესობით მოიპოვა გამარჯვება. ამას მოჰყვა 2000-01 წლებში პრეზიდენტის რწმუნებულისა და მაჟორიტარი დეპუტატის ერთობლივი ინიციატივებით დაწყებული რიგი ღონისძიებბებისა, რაც ითვალისწინებდა მრეწველობის,ტრანსპორტის, ვაჭრობის სფეროებში წესრიგის დამყარებას, საბიუჯეტო სახსრების მაქსიმალურად მობილიზაციას და ბიუჯეტის გამჭვირვალობის მოთხოვნას., უკანონო შეიარაღებულ ფორმირებათა პარპაშის აღკვეთას.”-ნათქვამია პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძისადმი მიწერილ წერილში.

საკრებულოს წევრების მიერ დირექტივებით შეთხზულ წერილში ედუარდ შევარდნაძეს იმ “ურჩი” საკრებულოს წევრების დასჯას სთხოვენ, რომლებიც ხელს უშლიან “ქვეყნისთვის თავდადებულ რაინდებს”  სახელმწიფოს შენების საქმეში.

“ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ პრინციპულად მოვითხოვთ იმ ხელმოცარული და პოლიტიკაში წარუმატებელი ადამიანების უმკაცრეს შესწავლას და კანონით გათვალისწინებული ზომების განხორციელებას, რათა საზოგადოებისთვის ნათელი გახდეს თუ რა მეთოდებით ებრძვიან სამეგრელოში დესტაბილიზაციის მოსურნე ძალები სახელმწიფოებრივი კურსის გატარებისათვის მოწოდებულ, ხალხის მიერ არჩეულ პიროვნებებს.”-ნათქვამია ედუარდ შევარდნაძისათვის მიწერილ წერილში, რომელსაც ხელს აწერენ თენგიზ ჯგუშიას ძმა, რომელიც ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობდა, ასევე რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ანთია და საკრებულოს ის წევრები, რომლებიც თენგიზ ჯგუშიას მითითებებს და დირექტივებს უპირობოდ ასრულებდნენ.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge მომავალი კვირიდან შემოგთავაზებთ ჟურნალისტურ გამოძიებას. საზოგადოებისთვის მიუწვდომელ და ჯერ ისევ ტაბუდადებულ თემებს სააშკარაოზე გამოვითანთ. საკრებულოს წევრები მოგვიყვებიან იმ დეტალებზე, რომელიც “ჯგუშიების მმართველობის” პერიოდში ხდებოდა ზუგდიდში.

სხვა ახალი ამბები: