რას პირდებიან ზუგდიდელებს “ქართული ოცნების” მერობისა და გამგებლობის კანდიდატები? (R)

0

10291091_294698814033030_1231702078604809398_nედიშერ თოლორაია და ირაკლი გოგოხია- ორი ადამიანი, რომელიც პოლიტიკურმა კოალიციამ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-მ ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მმართველ ძალად წარმოგვიდგინა. ვინ არიან ისინი და რატომ უნდა მისცეს მათ ხმა ადგილობრივმა მოსახლეობამ. რა კრიტერიუმებით შეირჩა წარმოდგენილი კანდიდატები მმართველ გუნდში და რას ჰპირდებიან ისინი არჩევის შემთხვევაში საზოგადოებას?

ეს ის კითხვებია, რომელსაც ზუგდიდში ხშირად გაიგებთ. პასუხს აღნიშნულ კითხვებზე ამომრჩეველი თავად გასცემს 15 მაისს, თუმცა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ჩვენც დავინტერესდით. უპირველეს ყოვლისა თავად წარმოდგენილ კანდიდატებს მივმართეთ. “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ირაკლი გოგოხია არჩევნებამდე სამოქმედო პროგრამის პრეზენტაციას გეგმავს, თუმცა მანამდე წინასაარჩევნო დაპირებებს smo.ge-სთან ამხელს.

ირაკლი გოგოხიას წინასაარჩევნო პროგრამა მრავალფეროვანია, რომელშიც გათვალისწინებულია, როგორც სოციალური სფერო, ასევე ახალგაზრდული პრობლემები, საპენსიო ასაკის მოქალაქეთა უზრუნველყოფა, ქალაქის იერსახე და ყველაზე მთავარი, დასაქმება.

10295723_695460923847189_1249925984568081320_n“ყველაზე მეტად ზუგდიდელებს უმუშევრობის პრობლემა აწუხებთ. ხელისუფლებამ უკვე შექმნა მეწარმეობის განვითარების ფონდი. ზუგდიდში გაიხსნება ახალი საწარმოები, აშენდება ახალი საავადმყოფო და დასაქმდება 650-მდე სამედიცინო პერსონალი. ხელს შეუწყობთ საოჯახო ტურიზმის განვითარებას და ტურისტული მარშუტების პოპულარიზაციას. დასაქმებას ხელს შეუწყობს ასევე ის დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელის განხორციელებაც მალე დაიწყება. ჩვენ ასევე ვგეგმავთ ბოტანიკური ბაღის მოვლასა და მის განახლებას, ზუგდიდში სტადიონის აშენებას და საფეხბურთო გუნდის პატრონობას.

ქალაქის მერად არჩევის შემთხვევაში ძალიან ბევრ პროექტს განვახორციელებთ ახალგაზრდა თაობისთვის. წარჩინებული სტუდენტებისთვის მერიის სპეციალური სტიპენდიები დაწესდება. ხელს შეუწყობთ გაცვლით პროგრამებში ჩავრთოთ, საზღვარგარეთ წავიდნენ და იქ გააგრძელონ სწავლა-განათლება.

ჩვენი მიზანია, რომ 2015 წლისთვის მოვახერხოთ, რომ პენსიონერებმა სამოქალაქო ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრონ ქალაქის ტერიტორიაზე. გამარჯვების შემთხვევაში ხელს შევუწყობთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, შევიძენთ სპეციალურ ავტობუსებს, აბსოლიტურად ყველა დაწესებულებას გაუკეთდება პანდუსი.

ძალიან ბევრი მიმართულებით ვიზრუნებთ ქალაქის კულტურული და სპორტული განვითარებისთვის. დავაწესებთ საერო დღესასწაულს ზუგდიდქალაქობას.

გზებს, სანიაღვრე არხებს და ქუჩების კეთილმოწყობას რათქმაუნდა შესაბამისად მივხედავთ.აქტუალური და პრობლემატურია ასევე ქალაქში საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება, რომლის მოგვარებაც გვაქვს გეგმაში. ზუგდიდელებს ვპირდები რომ ეს პრობლემები უახლოესი ორი წლის განმავლობაში მოგვარდება.”-აცხადებს ირაკლი გოგოხია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია იმავე პრობლემების მოგვარებას გეგმავს მუნიციპალიტეტის 31 სოფელში. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან აცხადებს, რომ დაასრულებს იმ დიდ პროექტებს, რომელიც 2013 წლიდან დაიწყო და ახლაც გრძელდება.

10372925_294701407366104_5211119944347515112_o“ჩემი მიზანი ყოველთვის იყო და ახლაც რჩება სოფლის პროგრამის განვითარება. სოფლის მოსახლეობისთვის ხელის შეწყობა. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას დავუთმობ სოფლებში გზების მშენებლობას, გარეგანათებას, ყველა იმ პრობლემების მოგვარებას, რომელსაც სოფლის მოსახლეობაჩვენს მიერ ჩატარებული სოფლის კრებებში ითხოვდა.

წელიწადნახევრის განმავლობაში მე ვასრულებდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას და ჩემთვის ყველა ის პრობლემა ცნობილია, რაც აწუხებს ხალხს და რისი მოგვარებაც არის შესაძლებელი. ჩვენ ამ კუთხით უკვე გვქონდა დაწყებული მათი პრობლემების მოგვარება და რათქმაუნდა ამას კვლავაც გავაგრძელებთ. ჩვენ ერთნაირად დავეხმარებით როგორც ადგილობრივებს, ასევე ზუგდიდში ჩასახლებულ დევნილებსაც.

დიდი პროექტები ხორციელდება და კვლავაც არის დაგეგმილი ანაკლიასა და განმუხურში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტები გაიძახიან ანაკლია შეჩერებულიაო, გარწმუნებთ, რომ ის არათუ შეჩერებულია, არამედ პერსპექტივაშიც არის სამომავლო გეგმები, რომელსაც საზოგადოება და ადგილობრივი მოსახლეობა თვალნათლივ დაინახავს. ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ ფასადურად, ჩვენ ვაკეთებთ გეგმაზომიერად და ხარისხიანად.

ჩვენ, “ქართული ოცნება” ვაპირებთ ყველა ის დაპირება, რომელსაც წინასაარჩევნოდ ვთავაზობთ მოსახლეობას ბოლომდე მივიყვანოთ. მთავარი ჩვენი საზრუნავი მოსახლეობის მაქსიმალური დასაქმებაა.სწორედ ამიტომ, საჭიროა მოსახლეობამ გააკეთოს სწორი არჩევანი და აირჩიოს სწორი გზა, ხმა მისცენ “ქართულ ოცნებას” და მის კანდიდატებს”-აცხადებს ედიშერ თოლორაია.

 

სხვა ახალი ამბები: