რას შეცვლის გია ბარამია სამეგრელოს წარმომადგენლობაში?!

0

gia_baramia231საინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღო სანდო წყაროს მიერ ექსკლუზიური ინფორმაცია. მიღებული ინფორმაციის თანახმად სავარაუდოდ ვაკანტური გახდება აფხაზეთის წარმომადგენლობა სამეგრელო – ზემო სვანეთის მხარეში ოთხი ადგილი. ეს გადაწყვეტილება აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, გია ბარამიამ მიიღო სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან თორნიკე კილანავასთან შეხვედრის შემდეგ. წყაროს ინფორმაციით ბარამიას უკმაყოფილება გამოიწვია , იმ ფაქტმა , რომლის მიხედვითაც ამ უწყებაში ყოველთვიურად თითოელი თანამშრომლისგან ხდებოდა გარკვეული თანხების შეგროვება მთავრობის თავმჯდომარისთვის საჩუქრების შეძენის მიზნით. ამ ქმედების ორგანიზატორები კილანავასთან ერთად იყვნენ მისი მოადგილეები გელა კილასონია, ზაალ ხურცილავა და სამსახურის უფროსი მედეა აბლოთია. სად მიდიოდა შეგროვილი თანხა ამას გაარკვევს სპეციალური კომისია, რომელიც სავარაუდოდ ამ დღეებში ეწვევა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ზუგდიდის წარმომადგენლობას. აღნიშნული ფაქტი არაერთხელ იყო შიდა უკმაყოფილების მიზეზი. თანამშრომლები აღნიშნულ ქმედებებს დისკრედიტაციად აფასებდნენ, თუმცა ხელმძღვანელების ზეწოლის შიშით საკუთარ პოზიციას ხმამაღლა ვერ და არ აფიქსირებდნენ. მთავრობის თავმჯდომარე კი მომხდარს საკუთარი ღირსების და პატივის შელახვად და მის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებს. რამაც გამოიწვია ავტორიტეტის შელახვა და უწყების დაბალი რეიტინგი. თუ როგორ დააფიქსირებს სიტყვიერ უკმაყოფილებას გია ბარამია დოკუმენტალურად ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა თავმჯდომარის შელახული იმიჯის რეაბილიტაციას ნამდვილად სჭირდება პროცედურების გავლა და ყველაფრისთვის საკუთარი სახელის დარქმევაც.

სხვა ახალი ამბები: