რატომ გაიტაცეს ნინო ჩხეტიანი და ფიგურირებს თუ არა საქმეში მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი?!

0

396136_326646257430925_1324582423_n28 თებერვალს ზუგდიდის რაიონული სასამართლო სავარაუდოდ იმ სკანდალური გატაცების ფაქტებს განიხილავს, რომელიც გასული წლის ნოემბერში მესტიის რაიონში მოხდა.

იუსტიციის სახლისა და გენინსპექციის ყოფილი თანამშრომელის ნინო ჩხეტიანის გატაცების ფაქტი მედიასაშუალებებიდან პირველი საინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ სარწმუნო წყაროს მეშვეობით შეიტყო. როგორც სატელეფონო საუბრებში აგვიხსნეს ადამიანის გატაცების ფაქტს ადგილობრივი სამართალდამცავები მხოლოდ იმ მიზეზით ბლოკავდნენ, რომ კრიმინალში მესტიის პოლიციის თანამშრომლებიც ფიგურირებენ. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან საუბარში გატაცების მსხვერპლი ნინო ჩხეტიანი აცხადებს, რომ მისი გატაცების შესახებ იცოდა მესტიის მაჟორიტარმა დეპუტატმაც, თუმცა მას ამის შესახებ საკმარისი მტკიცებულებები არ გააჩნია.

ნინო ჩხეტიანის გატაცების ფაქტი წინასწარ გათამაშებული ე.წ “ქალის მოტაცების” სცენარად დაიდგა, რომლის მთავარ გმირად დაინტერესებულმა პირებმა ადგილობრივი ლაშა გერლიანი გამოიყენეს. გერლიანი გატაცების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია, თუმცა ამ საქმეზე თავად ნინო ჩხეტიანი ჯერჯერობით პროკურატურას არ დაუკითხავს.

-დაახლოებით სცენარი ასე გამაცნეს მე, თუმცა პირადად ამ პიროვნებას არ ვიცნობდი. ორჯერ მყავდა  მხოლოდ ნანახი. გატაცება შემდეგნაირად მოხდა. სამსახურში მისვლისას ჩამარტყეს თავში და გამთიშეს, თუმცა სანამ ეს მოხდებოდა მანამდე დილით დამიკავშირდა პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი და დაინტერესდა იმით, თუ სად ვიმყოფებოდი მე და რომელ საათზე მოვიდოდი სამსახურში. აქამდე არასდროს არ დაინტერესებულა პოლიცია მე სად ვარ ან საერთოდ რას ვაკეტებ და ისე კი გამიკვირდა. ყოველ დილით ათის ნახევარზე ვცხადდებოდი სამსახურში, მაგრამ წინა დღეს შეუთანხმდი უფროსს, რომ ცოტა გვიან მოვიდოდი. გატაცების შემდეგ მე მოვითხოვე დეტალური ამონაწერი, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ ეს პოლიციელი ერთსა და მინავე დროს დამიკავშირდა მეც და იმ ბიჭსაც ანუ ლაშა გერლიანს. სახლიდან გამოვედი თუ არა ხუთ წუთში მოხდა ჩემი გატაცება. მანქანაში შემაგდეს და სცადეს ჩემი მოხრჩობა. ცოტა ხანში გამტაცებლებთან ზარი შემოვიდა და შეატყობინეს , რომ მესტიის პოლიციამ გაიგი ცემი გატაცების ამბავი.დაახლოებით ხუთ წუთში პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების თანამშრომლები დაგვხვდნენ გზაზე. ამ შემთხვევაში გამტაცებლებმა ჩემი მოკვლა და გაქცევა სცადეს. მე პოლიციის თანამშრომლებმა გადმომიყვანეს მესტიის სამმართველოში,სადაც დამკითხეს და მერე გონება დავკარგე. შვიდი დღის განმავლობაში ვიმყოფებოდი კომაში. ქუთაისში გადამიყვანეს რეანომობილით და იქ ვიყავი ერთი კვირის განმავლობაში.

-როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა თქვენი გატაცება და რამდენი ადამიანი მონაწილეობდა ორგანიზებულ დანაშაულში?

-მე ეჭვი მაქვს, რომ ეს გატაცება წინასწარ ძალიან კარგად იყო მოფიქრებული.ეს იყო ორგანიზებული დანაშაული, თუმცა შემდეგ ამ ბიჭს ათქმევინეს, რომ მას ცოლად უნდოდა ჩემი შერთვა. საერთოდ არც ვიცნობდით ერთმანეთს.

-ეს პიროვნება ახლა ციხეშია?

-კი ციხეშია. 14-ში იყო საქმის განხილვა და მტკიცებულებების წარდგენა, თუმცა არც პოლიციიდან და არც პროკურატურიდან არავინ არ დამკავშირებია, რომ საქმის განხილვა იყო. არც საქმის დეტალები გამაცნეს და ისე იქნა ეს საქმე სასამართლოში გადაგზავნილი. ყველაფერი გააყალბეს ექსპერტიზის დასკვნაც კი, სადაც წერია, რომ მე მქონდა ისტერიული შეტევა, მაშინ როცა პირად სამედიცინო ისტორიებში წერია, რომ მე ვიყავი ძალიან მძიმე მდგომარეობაში.

მე გადაწყვეტილი მაქვს, რომ ეს გავასაჩივრო და ცემი მოთხოვნით დაინიშნოს სასამართლო ექსპერტიზა. იმედი მაქვს, რომ ეს ცატარდება მიუკერძოებლად და სიმნართლე გაირკვევა.

ყველაზე საგულისხმო და საინტერესო იცით რა არის? იქ ახსენეს, რომ პოლიციას არ უნდა გაეგო ეს ამბავი და ახლოს არ გაგვკარებოდნენ.როცა გამტაცებლებმა ნახეს, რომ პოლიცია წინ გადაუდგათ და გეგმა ჩაეშალათ მათ შორის დაიწყო იმაზე საუბარი, რომ შეთანხმებული იყო წინასწარ და სამართალდამცავები გზას გაუხსნიდნენ.

დამამტკიცებელი საბუთები არ გამაჩნია ამ ეტაპზე, მაგრამ გამტაცებლებმა ასევე ახსენეს დეპუტატიც.

-ანუ რომელ დეპუტატზეა საუბარი?

-ვიქტორ ჯაფარიძეზე.

-ანუ რა კონტექსში ახსენეს ვიქტორ ჯაფარიძე?

-ამ ლაშა გერლიანს თან ახლდა გამტაცებელი თავისი სიძე მინდია ჯამბურიძე, რომელიც შემდეგ გავარკვიე ვინც იყო, როცა პოლიციამ გაგვაჩერა და ამათმა კარები ჩაკეტეს და სწორედ ამ ჯამბურიძემ უთხრა ლაშა გერლიანს დაერეკა ვიტიასთვის და ეთქვა, რო “ძაღლები” მოგვაშორონ და მანქანაც მოგვაშველონო.

-და რა იცით, რომ ეს იყო ის დეპუტატი და არა სხვა ვიტია?

-ვიცი, დარწმუნებით ვიცი, რადგან როცა აკრიფეს მისი ნომერი. ტელეფონს ნომრის აკრეფვისას ჰქონდა ხმოვანი ფუნქცია. შემდეგ ეს ნომერი აღვიდგინე მეხსიერებაში და როცა გადავამოწმე ეს სწორედ ვიქტორ ჯაფარიძის ნომერი აღმოჩნდა. მხოლოდ ეს ვიცი ამ გარემოებაზე, სხვა დამამტკიცებელი საბუთი დეპუტატის მონაწილეობაზე ჩემს გატაცებაში ნამდვილად არ მაქვს ამ ეტაპზე.

ნინო ჩხეტიანი მის გატაცებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს, რადგან როგორც თავად ამბობს წინასაარცევნო პერიოდში ახლო ურთიერთობები ჰქონდა “ნაციონალური მოძრაობის” შტაბთან. წინასაარჩევნოდ მას “ქართული ოცნების” ადგილობრივი შტაბიდან ჰქონდა შემოთავაზებები და თან არაერთხელ. როგორც SMO.GE-სთან საუბარში აცხადებს სანაცლოდ მას კარგი პირობების შექმნასაც ჰპირდებოდნენ.

მესტიის მკვიდრი ნინო ჩხეტიანი თვლის, რომ ეს იყო ანგარიშსწორება მის უარზე, რადგან მანამდეც ბევრი ზეწოლა და მუქარაც განხორციელებულა პირადად მისი მისამართით. დაწვრილებით ამ და სხვა ფაქტებზე იხილეთ ნინო ჩხეტიანის აუდიო ბმული. ნინო ჩხეტიანი საქმის გასაჩივრებასა ზუგდიდში გამართული სასამარტლო პროცესის შემდეგ აპირებს, თუმცა როგორც თავად აცხადებს მას სასამართლო სხდომის ზუსტ თარიღს ჯერჯერობით არ ეუბნებიან.

 

სხვა ახალი ამბები: