Exclusive: რატომ დაემუქრა როლანდ ახალაია თავის ყოფილ თანამშრომელს ჩაცხრილვით?

2

axalaia rolandზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის საოლქო პროკურორი როლანდ ახალაია შესაძლოა საოლქო პროკურატურამ იმ ინციდენტზე დაკითხოს, რომელიც ზუგდიდში აღდგომის დღეებში მოხდა. მაჟორიტარმა დეპუტატმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსს ფელიქს ჯალაღონიას და მას ფიზიკური განადგურებით, კერძოდ კი სამსახურში “ჩაცხრილვით” დაემუქრა.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge თავად ფელიქს ჯალაღონიას დაუკავშირდა, რომელმაც ზუგდიდში მომხდარი ინციდენტი დაადასტურა. ფელიქს ჯალაღონიას განცხადებით ასეთ ფაქტს ზუგდიდის ცენტრში ნამდვილად ჰქონდა ადგილი. საგამოძიებო ნაწილის უფროსმა მაჟორიტარ დეპუტატს სწორედ ამ ფაქტზე უჩივლა, რომელიც შეიძლება როლანდ ახალაიას დაკითხვის მიზეზიც გახდეს.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მჟორიტარი დეპუტატი როლანდ ახალაია თავის ყოფილ თანამშრომელს ფელიქს ჯალაღონიას გუბერნიის შენობასთან შეხვდა და უსაყვედურა იმასთან დაკავშირებით, რომ იგი “ოცნების” გუნდში აღმოჩნდა. ახალაია ფელიქს ჯალაღონიას ისევ ხელისუფლებაში მოსვლითა და “ჩაცხრილვით” დაემუქრა.

 

სხვა ახალი ამბები: