რატომ დასაჯა რუსა მორჩილაძემ გოდერძი შარაშია?

0

10931097_10202747097157893_1737753305142328569_nპროექტ “ორი ვარსკვლავის” პედაგოგმა, კომპოზიტორმა რუსა მორჩილაძემ პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, ტელეიმედის ჟურნალისტი გოდერძი შარაშია საკონკურსო სიმღერაში ნოტის ვერაწევის გამო “დასაჯა”. შარაშია ამის შესახებ facebook-ის პირად გვერდზე წერს და თან ფოტოს აქვეყნებს. იმედის ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ პედაგოგს თავად მისცა “დასჯის” უფლება.

“ჩემს საყვარელ პედაგოგს თავად მივეცი უფლება “დავესაჯე” და ეს სასარგებლოც აღმოჩნდა, რადგან ამის მერე დაშვებული შეცდომები გამოვასწორე”- ამბობს smo.ge-სთან პროექტის მონაწილე.

ცნობისათვის, გოდერძი შარაშია აღნიშნულ პროექტში სწორედ კომპოზიტორ რუსა მორჩილაძის აღმოჩენად ითვლება. ცნობილ ჟურნალისტს პროექტში მონაწილეობა რუსა მორჩილაძემ თხოვა.

გოდერძი შარაშია მომავალ სამშაბათს პარტნიორთან, ელენე ფოჩხუასთან ერთად ისევ ორ სიმღერას შეასრულებს. ერთ ქართულ და ერთ უცხოურ ცნობილ სიმღერებს. გოდერძი შარაშიას საკონკურსო ნომერია 95 201. აღნიშნულ ნომერზე დამესიჯება დღეში ერთხელ არის შესაძლებელი.