რაულ ქირია მიხეილ ხუბუტიასთან საქმიან ურთიერთობებს გამორიცხავს

0

10864212_10200115417326035_408153918_o“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მსურს, გამოვეხმაურო დღეს პოლიტიკური პარტია ,,თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია აფუძნებს ტელეკომპანია „ტვ 8“-ს, რომლის დირექტორად რამდენიმე დღის წინ მე – რაულ ქირია დავინიშნე”-ამ სახის განცხადებას ავრცელებს ტელეკომპანია TV-8-ს დირექტორი რაულ ქირია. მისი განცხადებით, დღეს საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მიხეილ ხუბუტიასთან პირადი ურთიერთობა მაკავშირებს, მასთან ვმეგობრობთ, თუმცა არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ გვაქვს.

ასევე მსურს, გაცნობოთ, რომ 2013 წლის 10 მაისს დაფუძნებული ტელეკომპანია „ტვ 8“–ს 100%–იანი წილის მფლობელი არის კონსტანტინე მოსიძე. ამ დროისთვის არხზე მიმდინარეობს რებრენდინგი და ტექნიკური აღჭურვის პროცესი, უახლოეს დღეებში კი დამტკიცდება ახალი ლოგო.

მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არხის დაფინანსებასა და მის მენეჯმეტში მიხეილ ხუბუტია არ იღებს არანაირ მონაწილეობას , არხი არის დამოუკიდებელი და ყველანაირად ვეცდებით, ბოლომდე შევინარჩუნოთ ეს პოლიტიკა.
მინდა ასევე, მივმართო მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და არ აჰყვნენ ამ თემის ირგვლივ გარკვეული ძალების მიერ გამიზნულად თუ გაუმიზნავად შექმნილ აჟიოტაჟს”-აცხადებს TV-8-ს დირექტორი რაულ ქირია.

სხვა ახალი ამბები: