რაულ ქირია 15 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

0
rauli1აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი რაულ ქირია პატიმრობიდან 15 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
მან წინასწარი დაკავების იზოლატორი უკვე დატოვა.
როგორც ქირიას ადვოკატი შოთა მანველიძე აცხადებს, დაცვის მხარემ გირაოს თანხა 15 000 ლარი გვიან ღამით გადაიხადა და მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ დროისათვის თავისუფალია. მისივე ინფორმაციით, საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 2013 წლის 7 ივნისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ რაულ ქირია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით 18 აპრილს დააკავა.

სხვა ახალი ამბები: