რაულ ხაჯიმბა “ენგურჰესს” თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საკუთრებად მიიჩნევს (ვიდეო კომენტარი)

0

xajii

„ის, რაც მდებარეობს ჩვენს ტერიტორიაზე, უნდა ეკუთვნოდეს აფხაზ ხალხს,” – ეს განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ენგურჰესთან დაკავშირებით გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ დღემდეგ გაურკვეველია, სარგებლობს თუ არა აფხაზეთი ჰესის იმ 40%-ით, რომელიც თავის დროზე მომხდარი გადანაწილებით ეკუთვნოდა.

 „ჩვენ დაზუსტებით უნდა ვიცოდეთ, გვაქვს თუ არა შესაძლებლობა, რეალურად ვიმუშაოთ ამ მოცულობებით. პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები, რომ შევიმუშაოთ დოკუმენტები, რომლებიც გადაწყვეტენ ენგურჰესის საკუთრების საკითხებს,” – განაცხადა ხაჯიმბამ.