რაულ ხაჯინბამ ინსულტი მიიღო

0

xajinba1დაუზუსტებელი ინფორმაციით, აფხაზეთის ახალარჩეული დე–ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პროტოკოლის, მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ბესიკ სილაგაძის განცხადებით, დაუზუსტებელი ინფორმაციით, რაულ ხაჯიმბამ ინსულტი მიიღო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მისივე განცხადებით, აფხაზეთის მთავრობა დეტალების გარკვევას ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის დე–ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. დაუდასტურებელი ინფორმაცით, მისი გარდაცვალების ორი მიზეზი სახელდებოდა, ერთი –ავტოავარია და მეორე გულის შეტევა.

შეგახსენებთ, რომ რაულ ხაჯიმბა აფხაზეთის დე–ფაქტო პრეზიდენტად 24 აგვისტოს ჩატარებული ე.წ. არჩევნების შედეგად აირჩიეს.

სხვა ახალი ამბები: