რაულ ხაჯინბა გალში მცხოვრებ ქართველებს გასახლებით ემუქრება

0

xajinbaaaახალგორის მსგავსად, ეშინიათ გალის რაიონშიც. როგორც ადგილობრივები აცხადებენ სურათი გაცილებით მძიმეა ოკუპირებულ აფხაზეთში.

“აფხაზური პასპორტები ნაწილს უკვე ჩამოართვეს და ალბათ მალე ყველას ჩამოართმევენ. ამით კი გვეზღუდება გადაადგილების უფლება.ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე “საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის” ყოველდღიურად ათობით ადამიანს აკავებენ და თითოეულ მათგანს ფულის გადახდა უწევს. თუ ასე გაგრძელდა, მოსახლეობა იძულებული გახდება აქაურობა დატოვოს, სოფლები ახალგაზრდებისგან ფაქტობრივად, უკვე დაცლილია, რადგან მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ აძლევენ. გალის რაიონის ქართული მოსახლეობა მთავრობისგან არანაირ მხარდაჭერას და თანადგომას არ გრძნობს”, – აცხადებენ ადგილობრივები.

გალში მცხოვრები ქართველების შიშის ფონზე ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერ რაულ ხაჯინბას პოზიცია ასეთია:

“აფხაზეთიდან იმ ქართველების გასახლება, ვისაც აფხაზური პასპორტები კანონდარღვევით აქვთ მიღებული, აფხაზი ხალხის დაკვეთაა”, – ამის შესახებ ხაჯინბამ “კვირის პალიტრასთან” საუბარისას განაცხადა. მისი თქმით, არავის უნდა ჰქონდეს იმედი, რომ აფხაზეთში არსებულ სიტუაციას სათავისოდ გამოიყენებს.

“ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ და სამოქმედო გეგმასაც იმის მიხედვით დავსახავთ, როგორც აფხაზი ხალხის ნება-სურვილი გვიკარნახებს”, – განაცხადა ხაჯინბამ.

სხვა ახალი ამბები: