რა ბედი ელის მარიამ საჯაიას ძმის ნიკოლოზ საჯაიას ულიცენზიო შპს-ს?! (VIDEO)

0

Captureშპს. “საგზაო”  2013 წელს ულიცენზიოდ მუშაობს, თუმცა საწარმო გზების რესტავრაციასა და ასფალტის დაგებაზე სხვადასხვა ტენდერებში იმარჯვებს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს სარწმუნო წყარომ აცნობა. სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტეთ შპს “საგზაოს” ვსტუმრებოდით და ვიდეოკამერის საშუალებით დაგვეფიქსირებინა ნამდვილად მუშაობს თუ არა აღნიშნული შპს.

ნანახმა გაგონილს გადააჭარბა. ადგილზე მისულ გადამღებ ჯგუფს შპს-ს ხელმძღვანელობამ ძაღლი დაახვედრა და თან საგანგებოდ გააფრთხილა, ძაღლი ავია და ოთახიდან არ გამოხვიდეთო. მიუხედავად ყველაფრისა smo.ge-ს კამერამ საწარმოს ტერიტორიის გადაღება შესძლო. იქვე შორიახლოს საწარმოს უფროსის, ნიკოლოზ საჯაიას კუთვნილი ავტომანქანაც დავაფიქსირეთ, თუმცა თანამშრომლებმა აგვიხსნეს, რომ უფროსი თურქეთშია წასული და თქვანთან დალაპარაკებას ვერ შესძლებსო. ცნობისათვის, საწარმოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ საჯაია საპარლამენტო უმცირესობის წევრის მარიამ საჯაიასა და კონტროლის პალატის თავმჯდომარის ნაზი არონიას შვილია.

ნიკოლოზ საჯაიას მოადგილემ, რომელმაც საკუთარი სახელი და გვარიც კი არ გაგვიმხილა თავიდან ვიდეოკამერით გადაღება აგვიკრძალა, შემდეგ გაგვაფრთხილა, რომ ეზოშიუ ავი ძაღლია, ბოლოს კი საწარმოს ლიცენზიის ქონა არ ქონაზე სამჯერ მოიტყუა. თავიდან მან გვირჩია, რომ 1-2 ივნისს მოვსულიყავით, რადგანაც სწორედ ამ პერიოდში ელოდებოდნენ ლიცენზიის მიღებას, შემდეგ კი გვითხრა, რომ საწარმო ყოველწლიურად იღებს ლიცენზიას გარემოს დაცვის სამინისტროსგან, უბრალოდ ლიცენზიის დოკუმენტი ნიკოლოზ საჯაიას თან დააქვს. კუთხეში მიმწყვდეულმა საწარმოს უფროსის მოადგილემ ირონიულად აღნიშნა, რომ ამ საწარმოში სხვა ჟურნალისტებიც იყვნენ და მასალა გაამზადეს, თუმცა ულიცენზიო საწარმოს ამით ვერაფერი დააკლეს.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს ოფიციალური წყაროების ცნობით ნიკოლოზ საჯაიას კუთვნილი შპს “საგზაო” დღემდე არალიცენზირებულ საქმიანობას ეწევა, რომელიც კანონით დასჯადია. ამავე წყაროების ცნობით აღნიშნული შპს გარემოს დაცვის ინსპექციამ სწორედ ულიცენზიო  მოქმედებების გამო მკაცრად გააფრთხილა. ჯერჯერობით უცნობია რა სანქციები განხორციელდება შპს “საგზაოს” მიმართ, რომელსაც 2013 წელს ლიცენზია არ მიუღია.

სხვა ახალი ამბები: