რა ელის გალის მოსახლეობას? – დებატები აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში (ვიდეო)

0

galiრა ელის გალის რაიონში მცხოვრებ ქართველებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი უარს განაცხადებენ აფხაზეთის მოქალაქეობაზე და ისევ ქართული პასპორტები ექნებათ. ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ პარლამენტში დებატები გაიმართა აფხაზ დეპუტატებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დე ფაქტო ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს შორის. ამ დებატებში ყველაზე მკაცრი და კატეგორიული ტონი ჰქონდა აფხაზ დეპუტატს ბესლან კობახიას, რომელმაც განაცხადა, რომ გალის მოსახლეობის 99 პროცენტს აღებული აქვს ქართული პასპორტები ზუგდიდის რაიონში. მისივე განცხადებით გალელებს პარალელურად აფხაზური პასპორტებიც გააჩნიათ, რომელიც უნდა მოისპოს.

“იმ შემთხვევაში თუ გალში მცხოვრები ქართველები არ აიღებენ მხოლოდ აფხაზურ პასპორტს, ისინი გაძევებული იქნებიან ქვეყნის ტერიტორიიდან. ხოლო თუ აიღებენ მხოლოდ აფხაზურ პასპორტს და მათ პარალელურად არ ექნებათ ქართული პასპორტები, ხელშეუხებელნი იქნებიან და ექნებათ ყველანაირი უფლება მინიჭებული, გარდა პოლიტიკურისა”-აცხადებს ბესლან კობახია.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge გთავაზობთ დებატების ვიდეოჩანაწერს, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში გაიმართა.