რა კომპრომატები ინახება დათა ახალაიას საიდუმლო პორტფელში?!

0

portfolioგაზეთი “ალია” აქვეყნებს სენსაციურ ინტერვიუს ყოფილ პოლიტპატიმართან და უფლებადამცველ თამაზ ბაკურაძესთან.  ბაკურაძის განცხადებით დათა ახალაია თურქეთის ტერიტორიაზე ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა და პორტფელი გადასცა, სადაც სააკაშვილისა და მისი მთავრობის წარმომადგენლების საიდუმლო კომპრომატები იყო ჩადებული. ბაკურაძის ინფორმაციით თავად სააკაშვილისთვისაც ცნობილია ამ საიდუმლო პორტფელის შესახებ და ის, რომ მასზე კომპრომატები არსებობს.

“მიშას დაერხევა ძალიან მალე… ცოტა ხნის წინ ბათუმიდან თურქეთის პატარა ქალაქ არხავში გადავიდა დაბურულმინებიანი ჯიპების კორტეჟი. ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები იქ შეხვდნენ დათა ახალაიას. ამ ქალაქამდე სულ ნახევარი საათია სავალი, ბევრი ქართველი ცხოვრობს. კონკრეტულად ვერ გეტყვით აქიდან ვინ გადავიდა, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ დათა ახალაიამ მათ გადასცა ჩემოდნის ტიპის პორტფელი, რომელშიც უნდა ყოფილიყო ძალიან სერიოზული კომპრომატები მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.”

თამაზ ბაკურაძის მტკიცებით ამ დროისთვის მიხეილ სააკაშვილთან მიმდინარეობს მოლაპარეკებები და ვაჭრობა, რომ მან ყველაფრის სანაცვოდ უკან დააბრუნოს წაღებული თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი.

“ჩემი ინფორმაციით, არამხოლოდ მიშამ, არამედ სხვა ყოფილმა ჩინოვნიკებმაც უნდა დააბრუნონ, რაც ქვეყნიდან აქვთ გატანილი. თურმე მიშა უარზეა, ერთ თეთრსაც არ გადავიხდიო, მაგრამ, ალბათ მაინც დასთანხმდება, რადგან ივანიშვილის მთავრობას უკვე აქვს ძალიან სერიოზული კომპრომატები და მისი ერთ-ერთი ავტორი დათა ახალაიაა.”-აცხადებს თამაზ ბაკურაძე.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დათა ახალაიამ და ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა თურქეთის ქალაქ არხავში სულ რამდენიმე წუთის განმავლობაში ილაპარაკეს. დათა ახალაიას თან რამდენიმე პირიც ახლდა, თუმცა თუ ვინ არ კონკრეტდება. ამავე ინფორმაციის თანახმად დათას მიერ გადაცემულ საიდუმლო პორტფელში სააკაშვილის კომპრომატებთან ერთად ვანო მერაბიშვილისა და რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნების კომპრომატებიც ინახება.

სხვა ახალი ამბები: