რა კომპრომატებს დადებს ეკა ბესელია საპრეზიდენტო არჩევნებამდე?!

0

beseliaგაზეთი ”ალია” ახალ ნომერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ინტერვიუს აქვეყნებს. ის შეფასებებს აკეთებს ბოლოდროინდელ მოვლენებზე, მათ შორის ბაჩო ახალაიას ადვოკატის, გიორგი ონიანის ქმედებაზე აკეთებს კომენტარს.

”ადვოკატი” ონიანი დღეს იხსენებს იმ ხელობას, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებაში, აქციების დარბევის დროს სად იყო? დევნილებს რომ ასახლებდნენ, ხელმძღვანელობდა გამოსახლების ძალადობრივ პროცესს”-აღნიშნავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.

ეკა ბესელია აცხადებს, რომ ის არ ყოფილა კოჰაბიტაციაში, თუმცა მას სწორედ ეს ფრაზა მოეწონა ”ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატისგან.

”დასრულდება კოჰაბიტაციაო, თქვა გიორგი მარგველაშვილმა… ეს ფრაზა ბევრს მოეწონა. მათ შორის, მეც. თუმცა მე არ ვყოფილვარ კოჰაბიტაციაში იმ ადამიანებთან, ვინც ბოლო წლებია გვარბევს და დანაშაულს სჩადის”-აცხადებს ბესელია.

გაზეთ ”ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე სერიოზულ კომპრომატებს დადებს.

‘მე პირადად ვამზადებ სექტემბრისთვის დასკვნას უფლებების დარღვევების სისტემურ ფაქტებზე და არაერთ კონკრეტულ საქმეს გავასაჯაროებ”-აცხადებს ეკა ბესელია.

სხვა ახალი ამბები: