რა მოლოდინები ჰქონდათ ქართველ მამაკაცებს და რისი შიში გაუჩნდათ უკრაინელ ქალებს “კაზანტიპზე”? (VIDEO)

0

kazantipi fulსაერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “კაზანტიპი” დასასრულს უახლოვდება. ზეგ, 30 აგვისტოს “კაზანტიპი” ოფიციალურად დაიხურება და ტურისტებსა და ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს მომავალ წლამდე დაემშვიდობება. ჯერჯერობით არ არის ცნობილი “კაზანტიპს” მომავალ წელსაც უმასპინძლებს თუ არა ანაკლია, თუმცა ბოლო ინფორმაციით “კაზანტიპის რესპუბლიკის” პრეზიდენტმა ნიკიტა მარშუნოკმა თანხმობა ფესტივალის გამართვასთან დაკავშირებით ისევ განაცხადა.

წლევანდელი ფესტივალის სტუმრების განწყობა ანაკლიაში ორად იყოფა. ტურისტების უმრავლესობას მოსწონს საქართველო და ანაკლია თუმცა აცხადებენ, რომ საქართველოთვის აღნიშნული ფესტივალი მორგებული არ არის.

“აქ არ არის არც ხალხი და ფასებიც კატასტროფულია. მე მომწონს საქართველო და განსაკუთრებით ანაკლია, მაგრამ ვფიქრობ რომ “კაზანტიპისთვის” საქართველო მორგებული არ არის. ვფიქრობ, რომ მომავალში აღნიშნული მუსიკალური ფესტივალი საქართველოში არ ჩატარდება,”აცხადებს smo.ge-სთან საუბარში ერთ-ერთი მოსკოველი ტურისტი.

უცხოელი ტურისტებისგან განსხვავებით ქართველი დამსვენებლები თვლიან, რომ “კაზანტიპი” არაჩვეულებრივი პროექტია და მომავალშიც საქართველოში უნდა ჩატარდეს. smo.ge-სთან საუბარში ქართველი ტურისტები აცხადებენ, რომ ზოგიერთ ქართველ მამაკაცს ქალთან მოქცევის კულტურა არ გააჩნია. მათი განმართებით, ზოგიერთი ქართველის უკულტურო ქცევის გამო უკრაინელ და რუს გოგონებს ქართველი მამაკაცების შიშიც კი გაუჩნდათ.

“სირცხვილია, როდესაც არ გაქვს ქცევის კულტურა და ისე იქცევი, რომ გოგოებს შენი ეშინოდეთ. ზიგიერთი ქართველი მამაკაცის ქცევის მანერის გამო, სახელი თითქმის ყველა ქართველ ბიჭს გაუტყდა.რაც შეეხება ფასებს, ესეც კატასროფული იყო. განსაკუთრებით ძვირი ღირდა სასმელი წყალი, რომელსაც ზღვისპირას ყველაზე მეტად მოიხმარენ.მე მინდა რომ “კაზანტიპი” ისევ ჩატარდეს საქართველოში, თუმცა საჭიროა ბევრი რამ დაიხვეწოს და სტუმრებს დავხვდეთ ისე, როგორც გვეკადრება,”-აცხადებს ფესტივალის ერთ-ერთი სტუმარი თბილისიდან.

“კაზანტიპი 2014”  30 აგვისტოს გვიან ღამით საზეიმოდ დაიხურება.

სხვა ახალი ამბები: