რა მოხდა ზუგდიდში? – ახალგაზრდა მამაკაცი “ფაიფურის” ხიდთან უგონო მდგომარეობაში იპოვეს

0

IMG_8304ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზუგდიდში, ფაიფურის დასახლებასთან მდებარე ცენტრალურ ხიდთან რამდენიმე წუთის წინ უცხოური მარკის ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. ავტომანქანის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამ წუთებში ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადებს ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. ადგილზე, სადაც ავტოავარია მოხდა საპატრულო პოლიციის შემადგენლობაა მობილიზებული.

“ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია ახალგაზრდა მამაკაცს მანქანა დაეჯახა თუ ხიდიდან თვითონ გადავარდა, რადგან დაშავებული არაფხიზელ მდგომარეობაშია. ექიმებიც წინასწარი დასკვნებით მამაკაცი შოკშია. ის ამ წუთებში ზუგდიდის საავადმყოფოში გადაჰყავთ”-აცხადებს smo.ge-ს წყარო.