რა პროექტებს განახორციელებს ზუგდიდის მერია 2015-2016 წლებში?

0

mmeeriaaaქალაქ ზუგდიდის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითრების სამსახური მოსახლეობას დაგეგმილ და მიმდინარე პროექტების განხორციელების გეგმა-გრაფიკსა და ხარჯთაღრიცხვას საკუთარ ვებ გვერდზე აცნობს და მოუწოდებს მათ აქტიურად ჩაერთონ მშენებლობების მონიტორინგში. მერიის მიერ ვებ გვერდზე გამოტანილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში უმეტესად ის ობიექტებია აღნიშნული, რომლებზეც დღეის მდგომარეობით ტენდერია გამოცხადებული.

ქალაქ ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპზე ზუგდიდის მერია 950.000 ლარს დახარჯავს. საბავშვო ბაღების რეაბილიტაციასა და ზოგიერთ ადგილებში ახალი ბაღების აშენებაში სავარადოდ 800.000 ლარი უნდა დაიხარჯოს. პროექტების ნუსხაში მოხვდა ასევე გარე განათების მეორე ეტაპი, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე 20 ქუჩის გარე განათებას ითვალისწინებს. მერიის შესაბამის სამსახურს აღნიშნული პროექტისთვის სატენდერო ფასად 300.000 ლარი აქვს დასახელებული.

მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტების ნუსხაშია ასევე რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა. აქვე გვხვდება პროექტი ტროტუარების რეაბილიტაციაზე. მიწისქვეშა გადასასვლელსა და ტროტუარების რეაბილიტაციაზე მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურმა სულ 620.000 ლარი გამოყო.

ყველაზე ძვირადღირებული პროექტი, რომელიც 2015 წელს დაიწყება და სავარაუდოდ 2016 წლის ბოლომდე დასრულდება, ზუგდიდის ცენტრალური სტადიონის მშენებლობაა. ევროპული სტანდარტების შესაბამისად აშენებული სტადიონი ზუგდიდში 7 მილიონი ლარი დაჯდება.

სტადიონის შემდეგ ყველაზე მაშტაბური და ძვირადღირებული პროექტებია სანიაღვრე და წყალსაწრეტი სისტემის მოწყობა, რომლისთვისაც 2.200.000 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული პროექტი მიმდინარე წლის მაისის თვეში უნდა დაიწყოს და სავარაუდოდ 2016 წლის ბოლომდე დასრულდება. რაც შეეხება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციას, ასევე დაიწყება მიმდინარე წლის მაისის თვეში და 2016 წელს დასრულდება. რეაბილიტაციის პროექტისთვის გათვალისწინებულია 1.300.000 ლარი.

ყინულის სახლისმოწყობა ზუგდიდში აპროლის თვეში დაიწყება და ის ამავე წელს, ოქტომბრის თვეში დასრულდება. ყინულის სახლის მშენებლობის საბოლოო ეტაპისთვის 700.000 ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე წლის აპრილის თვეში დაიწყება შიდა საავტომობილო გზების შეკეთება რომელიც ერთ თვეს გასტანს. გზების შეკეთებაში ზუგდიდის მერია 80.000 ლარს დახარჯავს.

და ბოლოს, ზუგდიდის მერია ზუგდიდის ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქმედი შადრევნის რეკონსტრუქციის დაწყებასაც მიმდინარე წელს გეგმავს. წინასწარი გათვლებით შადრევნის რეკონსტრუქცია ერთ თვეში უნდა დაიწყოს და სავარაუდოდ ივნისის თვეში უნდა დასრულდეს. რეკონსტრუქციისთვის გათვალისწინებულია 45.000 ლარის დახარჯვა.

სხვა ახალი ამბები: