რა საიდუმლოს მალავს გიორგი ფოჩხუას ოჯახი მის მკვლელობაზე?

0

fochxua giorgiმსახიობ გიორგი ფოჩხუას და, მომღერალი ელენე ფოჩხუა ძმის მკვლელობის დეტალებს გამოძიების დამთავრებამდე არ დაასახელებს, თუმცა გიორგის მკვლელობის საქმეს ზუგდიდის ”შნირი” პოლიციელების მიერ შეთითხნილ საქმედ მიიჩნევს. აღნიშნულ ინტერვიუს მომღერალთან ჟურნალი ”რეიტინგი” ახალ ნომერში აქვეყნებს.

ელენე ფოჩხუა ამჟამად უკვე სიცრუეს უწოდებს გიორგი ფოჩხუას მკვლელობის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებას. ამ ვერსიის მიხედვით გიორგი ფოჩხუა შეესწრო და საკუთარი ფოტოაპარატით გადაიღო ანაკლიაში პრეზიდენტ სააკაშვილის გართობის ამსახველი კადრები.

”ეს ცრუ ინფორმაციაა. თავიდან ჩვენც დავიჯერეთ და ვფიქრობდით, რომ ასე იყო. იმედია, ყველაფერი მალე გაირკვევა. მან ისეთი რამ ნახა, რაც არ უნდა ენახა, ოღონდ იმ დღეს არა, რა დღესაც მოკლეს. ის თითქმის ყოველდღე დადიოდა ანაკლიაში. ეს არის ზუგდიდში “შნირი” პოლიციელების შეთითხნილი საქმე”-აცხადებს ელენე ფოჩხუა.

ელენე ფოჩხუას განცხადებით, მან და მასთან ერთად მისმა ოჯახმა ზუსტად იცის თუ რა ნახა გიორგი ფოჩხუამ, თუმცა ამ საიდუმლოს პრესასთან გამოძიების დამთავრებამდე არ გათქვამენ.

”მაშინდელი პოლიციის მადლობელი იმიტომ ვიყავი, რომ მკვლელი მეორე დღესვე დაიჭირეს. როცა მიცვალებული სახლში გისვენია, საერთოდ ამ ქვეყნის აზრზე არ ხარ, ადვილია, რომ “დაგაბოლონ” და ჩვენ მთელი ოჯახი “დაგვაბოლეს”. ჩვენს ოჯახს პოლიციასთან შეხება არასდროს ჰქონია. როცა არაფერი იცი, ძალიან ადვილად გაშტერებენ. ვიფიქრეთ, ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდით და დავიჯერეთ, რომ მკვლელი გალში იყო გადასული და გალიდან გადმოიყვანეს. გამოვიდა მკვლელის დედა და თქვა, ჩემი შვილი პოლიციას ჩავაბარეო. თუკი ძალიან კარგი დედა იყო, რატომ იმ ღამესვე არ ჩააბარა შვილი, როცა მკვლელობა მოხდა. ახლა ვიცით, რომ მკვლელი არსად არ იყო გადასული. ზუგდიდში ჰყავდათ.”-აცხადებს მომღერალი ელენე ფოჩხუა.

სხვა ახალი ამბები: