რა ქონებას ფლობს შს ახალი მინისტრი?

0

gomeeშინაგან საქმეთა ახალი მინისტრი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე დღეს დაინიშნა ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2014 წლის 27 მაისს შეავსო. ვახტანგ გომელაური თბილისში, ვარკეთილში მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს.

თბილისის ამავე რაიონში, ვარკეთილში მისი მეუღლის, ნინო კუდუხაშვილის მფლობელობაშია კიდევ ერთი საცხოვრებელი ბინა, რომლის ფართობი 88 კვადრატული მეტრია.

როგორც ქონებრივ დეკლარაციაშია მითითებული, ვახტანგ გომელაურს ჰყავს ერთი ავტომობილი – HONDA CRV, რომელიც1998 წლის გამოშვებულია.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, ახალ მინისტრის ვახტანგ გომელაურის ანგარიშზებზე 7 ათასი ლარი და 10 ათასი ამერიკული დოლარი ინახება. გომელაურს აქვს ასევე საბანკო ვალდებულებები „ბანკ ქართუსთან“ და „თიბისი“ ბანკთან.

სხვა ახალი ამბები: