რა შემთხვევაში დატოვებს ”ქართული ოცნების” წევრთა უმრავლესობა წალენჯიხის შტაბს?

0

ocnebaკოალიცია ”ქართული” ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატის წინასაარჩევნო შტაბები თითქმის ყველა რეგიონში დაკომპლექტდა, მათ შორის სამეგრელოშიც. როგორც ”ქართული ოცნების” სამეგრელოს რეგიონის კურატორმა, ხვიჩა ჯიშკარიანმა საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს განუცხადა სამეგრელოშიც თითქმის დასრულებულია ეს პროცესი და წინასაარჩევნო შტაბები ისევ პარტიის ხელმძღვანელებმა შეითავსეს. რაც შეეხება ზუგდიდსა და წალენჯიხას, ჯიშკარიანის განცხადებით წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელების ვინაობა აქაც ორ-სამ დღეში გახდება ცნობილი.

”მიმდინარეობს საკონკურსო შერჩევა ძირითად შტაბში და განიხილება ხუთი კანდიდატურა. გადაწყვეტილება, თუ ვინ გახდება შტაბის ხელმძღვანელი ზუგდიდსა და წალენჯიხაში, ორ-სამ დღეში იქნება ცნობილი”-განაცხადა ხვიჩა ჯიშკარიანმა.

ზუგდიდსა და წალენჯიხაში ახალი შტაბის ხელმძღვანელს თავად ამ შტაბებში დიდი ინტერესით ელოდებიან, თუმცა ზუგდიდისგან განსხვავებით წალენჯიხაში წინასწარ გათვლებსაც აკეთებენ. ”ქართული ოცნების” წალენჯიხის ოფისში აცხადებენ, რომ დიდი ეჭვი აქვთ საკრებულოს თავმჯდომარის დავით ბელქანიას მიერ ხელდადებული კანდიდატურა შემოაპარონ, რასაც არ დაუშვებენ და სათანადოდაც გააპროტესტებენ.

”ბევრჯერ იყო მცდელობა, რომ სწორედ დავით ბელქანიას მიერ რეკომენდირებული კანდიდატურა შემოგვაპარონ, თუმცა ეს გადაწყვეტილებები მთავარმა შტაბმა ბევრჯერ შეცვალა. ახლა ნამდვილად არ ვიცით საბოლოოდ რომელ კანდიდატზე შეჯერდებიან, თუმცა ერთი რამ დანამდვილებით გვაქვს გადაწყვეტილი. არაფრით არ დავუშვებთ დავით ბელქანიას მიერ რეკომენდირებული პიროვნების შტაბში შემოშვებასაც კი. თუ ეს მაინც გაკეთდა, მაშინ აბსოლიტური უმრავლესობა დატოვებს ”ქართული ოცნების” შტაბს წალენჯიხაში”-აცხადებენ ”ქართული ოცნების” აქტივისტები.

სხვა ახალი ამბები: