რა ხდება ”ოცნების” რაიონულ ორგანიზაციებში და რას ამბობს ბერდია კალანდია?

2

news_22105”ქართული ოცნების” წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ბერდია კალანდია სოციალურ ქსელ facebook-ში განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო smo.ge უცვლელად გთავაზობთ:

სოციალურ და ელექტრონულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ჩემი ” ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” რაონული ორგანიაზაციის გამგეობის თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენების თაობაზე, ამასთან დაკავშირებით მინდა გაუწყოთ, რომ ეს არ შეეფერება სიმართლეს და წარმოადგენს მტკნარ სიცრუეს. ამასათანავე ველოდები მპგ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წერილობით გადაწყვეტილებას, სადაც უნდა იყოს მითითებული ყველა ფაქტობრივი გარემოება,მათი ობიექტური შეფასება, დისციპლინური ზომა და სამრთლებრივი დასაბუთება, ასევე შესაძლო დისციპლინური ღონისძიების ჩემს სავარაუდო “ბრალეულობასთან” თანაზომიერების( პროპორციულობა) საკითხის გონივრულ დასაბუთებას.
ასე, რომ ჩემო ძვირფასებო, დავესესხები ცნობილ ამერიკელს მარკ ტვენს და ვიტყვი “ცნობა ჩემი გარდაცვალების შესახებ ერთობ გადაჭარბებულია”-წერს ბერდია კალანდია სოციალურ ქსელში.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge ” ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელს  ირინა იმერლიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ”ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ რეგიონებში გადავიდეს საშტაბო რეჟიმში. ამიტომაც პარტიის თავმჯდომარეები დროებით შტაბის ხელმძღვანელებმა შეცვალეს.

”ბერდია კალანდიას სამი თვით შეუჩერდა უფლებამოსილება, რადგანაც ”ქართული ოცნება” ზოგიერთ რაიონში გადადის მთლიანად საშტაბო რეჟიმზე და პარტიის თავმჯდომარეებს დროებით შეცვლიან შტაბის ხელმძღვანელები. ზოგიერთ რაიონში შტაბის ხელმძრვანელობა პარტიის თავმჯდომარეებმა შეითავსეს. წალენჯიხის მსგავსად საშტაბო რეჟიმზე გადავა ზუგდიდიც, სადაც ახალი შტაბის ხელმძღვანელი დაინიშნება. ასე რომ ეს მხოლოდ ბერდია კალანდიას მიმართ არ განხორციელებულა”-აცხადებს smo.ge-სთან სატელეფონო საუბარში ირინა იმერლიშვილი.

ცნობისათვის, წალენჯიხის წინასაარჩევნო შტაბს ამავე რაიონში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებული ”ქართული ოცნების” ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჩაიბარებს, ხოლო ზუგდიდის წინასაარჩევნო შტაბს, ყოფილი პოლიციელი ზურაბ ჩიქავა. სავარაუდოდ წალენჯიხისა და ზუგდიდის წინასაარჩევნო შტაბებში ახალი ხელმძღვანელების წარდგენა სამშაბათს, 17 სექტემბერს მოხდება.

სხვა ახალი ამბები: