რა ხდება სენაკში? – ურთიერთბრალდებები გამგებელსა და “ნაციონალებს” შორის

0

11150733_807794199297611_1020061040066354493_n-636x395სენაკის მუნიციპალიტეტში „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციულმა კომისიამ მუშაობა დილიდან დაიწყო. პარტიის ლიდერებისა და საპარლამენტო უმცირესობის წევრების განმარტებით,სენაკის გამგებელი და მაჟორიტარი დეპუტატი კორუფციულ გარიგებაში არიან ჩართული,რის შესახებაც საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან. „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან პარტიის წევრებმა გურამ მისაბიშვილისა და გოჩა დგებუაძის საწინააღმდეგო ბანერებიც ჩამოკიდეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსის, თენგიზ გუნავას განცხადებით სენაკის გამგებელმა ადგილობრივებს მობილიზებასა და დაპირისპირებისკენ მოუწოდა, რასაცგამოგონილსა და პროვოკაციულს უწოდებს თავად სენაკის გამგებელი გოჩა დგებუაძე. დგებუაძის განცხადებით ის საზოგადოებას სიმშვიდისკენ და სიფრთხილისკენ მოუწოდებდა და მისი აღნიშნული განცხადება პრესის საშუალებითაც გავრცელდა. გუნავას განცხადებას გოჩა დგებუაძე უსაფუძვლოდ მიიჩნევს და პროვოკაციებს კი თავად „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ელოდება.

ამ დროისთვის სენაკში სიმშვიდეა. მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსალოდნელი პროვოკაციებისგან სამართალდამცავები იცავენ. “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები კი ბაზარსა და დევნილთა დასახლებებში ადგილობრივებს ხვდება.