რა ხდება სწრაფი გადახდის ბაზარზე?

0

imagesპირველი აპრილიდან მობილურ ტელეფონზე ბალანსის შევსების საკომისიოს ოდენობა ჩარიცხული თანხის 4 პროცენტით განისაზღვრა. სწორედ ამის გამო, სწრაფი გადახდის კომპანია “თიბისი ფეის” დირექტორის განცხადებით, 4%-იანი საკომისიოს დაწესებიდან 2 თვის განმავლობაში “თიბისი ფეის” გაყიდვებმა საგრძნობლად იკლო.

ბოლო პერიოდის მონაცემებით მომხმარებლის მხრიდან აქტიურობა გაზრდილია და “თიბისი ფეით” მობილური ბალანსის შევსების მაჩვენებელი საკომისიოს ამოქმედებამდე არსებულ ნიშნულს ისევ დაუბრუნდა. სწრაფი გადახდის ბაზარზე მოღვაწე კომპანია ”ნოვა ტექნოლოჯის ”სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზაურ გაბაიძე კი აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც მობილურმა ოპერატორებმა საკომისიოს გადახდაზე უარი განაცხადეს, კომპანიის გაყიდვები 15-20 %-ით შემცირდა.

“საქართველოს ბანკში”, რომელმაც 0%-იანი საკომისიო შეინარჩუნა, აცხადებენ, რომ მათთვის საინტერესოა მთლიანად სწრაფი გადახდების სერვისის ეფექტურობა მომხმარებელთა კმაყოფილების ფონზე და არა ამ ბიზნესის ცალკეული მიმართულებების მომგებიანობის კონტროლი.

სხვა ახალი ამბები: