რა ხდებოდა სენაკის სამხედრო ბაზაზე?- ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნის აღსარება

0

senakis_samxedro_bazaთავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი დავით ნემსაძე, რომელიც სამინისტროდან ბჩო ახალაიას მისვლიდან რამდენიმე დღეში დაითხოვეს, გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” დღემდე გაუხმაურებელ ფაქტებზე საუბრობს.

ნემსაძე სამსახურიდან გათავისუფლების ერთადერთ მიზეზად თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების კორუფციაში მხილებას ასახელებს. თადარიგის ოფიცრის მტკიცებით, თავდაცვის სამინისტრომ უვარგისი ტექნიკა ჩამოიყვანა უცხოეთიდან და შემდეგ ამის შეკეთებაში მილიონები დახარჯა.

2008 წლის საომარი მოქმედებების დროს სენაკის ბაზაში ვმსახურობდი. სრული უწესრიგობა სუფევდა – არც უზრუნველყოფა, არც სტრატეგია, არც დაგეგმარება არ არსებობდა. ჩვენს სამხედრო ნაწილს თემურ შენგელია მეთაურობდა. იმ პერიოდში საჰაერო თავდაცვისთვის დაზიანებული ტექნიკა შეიძინეს. ამ ტექნიკას სულ მალე უცხოეთიდან სპეციალისტები ჩამოჰყვნენ და შეაკეთეს. ამაში მილიონები დაიხარჯა.  ომამდე სამი დღით ადრე ტექნიკიდან საწვავის ავზები ამოიღეს და ამიტომ ტექნიკამ გადაადგილება ვეღარ შეძლო, შემდეგ ის ხელთ იგდო რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა”-აცხადებს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი.

დავით ნემსაძის განცხადებით 20018 წლის ომის დროს სენაკის სამხედრო ბაზაში სრული ქაოსი იყო. სწორედ ამ დროს ჰვაოდა სამხედრო მაღალჩინოსნებს შორის კორუფციული გარიგებები.

ქაოსი იყო. უბედურება ის არის, ომის შემდეგ დიდი რაოდენობით დიზელის საწვავი ჩამოწერეს და მეთაურებმა ფული იშოვეს. პოლკოვნიკი ურიდია, ვიცე-პოლკოვნიკი ჯიქია და ფოჩხუა ჯარისკაცებს სთხოვდნენ ფულის შეგროვებას, საზენიტო დანადგარების გასარემონტებლად გვჭირდებაო. 

პირველი უთანხმოება ხელმძღვანელობასთან იმის გამო მომივიდა, რომ ჩემი ანალიზი წარვუდგინე წაგებულ ომზე. ვიცე-პოლკოვნიკმა ჯიქიამ და მაიორმა მაჩიტიძემ პირდაპირ მითხრეს, თუ ასე გააგრძელებ, პრობლემები შეგექმნებაო. ვიცე-პოლკოვნიკმა ფერაძემ ომის დროს თავისი მანქანა საწვავით გაავსო და გაიპარა, ჩვენ კი მხოლოდ 5 ლიტრი საწვავი მოგვცა. 

ომის შემდეგ ჯარისკაცების შანტაჟირება დაიწყეს, ვაზნებს უდებდნენ და სისხლის სამართლის საქმეებს აღძრავდნენ, ასე აშინებდნენ, დაჭერით ემუქრებოდნენ და ისინიც დუმდნენ. 

ასეთ ფაქტებს რომ ვაპროტესტებდი, ამიტომ გამათავისუფლეს. ერთ დღეს, ღამის 3 საათზე გამიყვანეს სახლიდან და სამხედრო პოლიციაში მიმიყვანეს. იქ გამომძიებელ გოგიჩაიშვილსა და დაზვერვის უფროს ენდელაძეს ვესაუბრე. მერე ამიყვანეს ერთ ოთახში, სადაც ვიღაც მამაკაცი დამხვდა. მან ირონიულად მკითხა, შენ იცი, სად ხარო? ვიცი, თავდაცვის სამინისტროში-მეთქი. ჩვენ გავეცანით შენს საქმეს, მართალი კაცი ხარ, მაგრამ ავიაციის პოლკოვნიკების დასჯა სხვა თემაა და ამაზე ნუ ილაპარაკებო. თუ დასასჯელები არიან, დასაჯეთ, სამხილი მაქვს-მეთქი. მირჩია, ის მასალა მომეციო.

ამ მასალაზე აღბეჭდილია, როგორ აგროვებენ ჯარში ფულს, როგორ ჩაუდეს კაპრალ ონიანს იარაღი. გათავისუფლების მიუხედავად, ხშირად მივდიოდი თავდაცვის სამინისტროში და ვითხოვდი იმ ხელმძღვანელების დასჯას, ვინც კანონს არღვევდნენ. ერთ დღეს დამიბარეს და მითხრეს, სამხედრო პოლიციის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში იწყებ მუშაობას, მაგრამ ხმა არ გაიღო იმ პოლკოვნიკებზე, თორემ დიდ უსიამოვნებას გადაეყრებიო.

ეს პოლკოვნიკი იყო გია დგებუაძე, “მასტერა”. ის იყო ოპერატიული სამსახურის უფროსი. “მასტერამ” მითხრა, მუჭში მყავხარ, ხელი რომ გაგიშვა, იცოდე, უფსკრულში წახვალ, წარმოდგენა არა გაქვს, ვის ხელში ხარო. მოითხოვდა, დისკები არავისთვის გადამეცა და გაფუჭებული ტექნიკის შეძენაზე არავისთან მელაპარაკა. 

მერე მითხრა, ჩვენ საჰაერო თავდაცვის სპეციალისტები არა გვყავს და კონსულტაციებს გავივლით შენთანო. მოკლედ, დავიწყე მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვან დავალებათა დეპარტამენტში, კერძოდ, შიდა ქართლში, მაგრამ “მასტერას” ბრძანებით თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფში მიმავლინეს. მისივე დავალებით მაკონტროლებდა ლევან გაბუნია, რომელიც დღესაც მუშაობს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ. ის “მასტერას” მარჯვენა ხელი იყო. მან ჩემი ყველა ნაბიჯი იცოდა. ახალ სამსახურში მომსწრე გავხდი ადამიანების წამების, მათი დათრგუნვის.
ერთი აფხაზეთიდან დევნილი ბიჭი იყო. გალში მშობლები ჰყავდა და აფხაზეთის ტერიტორიაზე მათ სანახავად გადავიდა. იქ დაიჭირეს, მისგან იქაური სპეცსამსახურები სამხედრო ძალებზე ინფორმაციას ითხოვდნენ. იქიდან დაბრუნებულმა ეს აცნობა სამინისტროს. ამის გამო სამშობლოს მოღალატედ შერაცხეს. მთელი კვირა სკამზე იჯდა და განძრევის საშუალებას არ აძლევდნენ, არაფერს აჭმევდნენ. ფსიქოლოგიურად გაანადგურეს. ლევან გაბუნია კურირებდა ამას, სხვის გვარებს არ დავასახელებ გამოძიების დასრულებამდე. ის ბიჭი ბოლოს აფხაზეთში ოპერატიული ინფორმაციის მოსაპოვებლად გაგზავნეს. მერე მისი ბედი არ ვიცი… 
ამისთვის თავს არ შეიწუხებდა. თუმცა ასეთი ფაქტი მახსენდება: მის კაბინეტში ლაფერაშვილმა ორი სამოქალაქო პირი შემოათრია, “მასტერამ” უთხრა, თქვენი ბედი, ახლა ინგლისურს რომ ვმეცადინეობ და არ მცალიაო”-ამბობს ”კვირის პალიტრისთვის მიცემულ ინტერვიუში დავით ნემსაძე.

სხვა ახალი ამბები: