რეგიონებში მთავრობა სოციალურად დაუცველი ოჯახების 20 მლნ ლარით სუბსიდირებას გეგმავს

0

sufsidirebaaმთავრობა 20 მილიონ ლარს გამოყოფს ყოველწლიურად, რათა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირება განახორციელოს, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარასკევს საღამოს.  მისი თქმით, სუბსიდირება სულ 208 000 ოჯახს შეეხება.

„ჩვენ საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ სოციალურად ორიენტირებული მთავრობა“, – განაცხადა მან.

„ენერგო პრო ჯორჯია“–ს  მილიონზე მეტი აბონენტი 1 აგვისტოდან 3.95 თეთრით გაზრდილი ტარიფით მიიღებს ელექტროენერგიას 1 კვ/სთ–ზე.

„ენერგო პრო ჯორჯია“ ელექტროენერგიით, კახეთის გარდა, ყველა რეგიონს ამარაგებს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში უკვე შესულია თბილისში ელექტროენერგიის დისტრიბუტორი კომპანია „თელასის“ განაცხადიც დედაქალაქში ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის თაობაზე. „თელასმაც“ ამის მიზეზად ლარის გაუფასურება დაასახელა. კომისიას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება კომპანიის თხოვნასთან დაკავშირებით, მაგრამ ტარიფების ზრდა თბილისის მოსახლეობისთვისაც მოსალოდნელია.

სუბსიდიების შესახებ სატელევიზიო განცხადებაში პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად ამ ბოლო ზრდისა, საქართველოს მაინც ელექტროენერგიის ყველაზე დაბალი ტარიფების აქვს რეგიონში და დასძინა, რომ მხოლოდ აზერბაიჯანს აქვს უფრო დაბალი ტარიფები.

ელექტროენერგიის ღირებულება საქართველოში ბოლოს 2013 წელს დაკორექტირდა, როდესაც ზოგიერთი კატეგორიისთვის ტარიფები შემცირდა, რაც კოალიცია ქართული ოცნების ერთ–ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იმ დროს ტარიფები გაბერილი იყო და შემცირებამდე აბონენტები „ზედმეტს იხდიდნენ“. მისი თქმით, მაშინდელი შემცირების შედეგად, მოსახლეობამ „დაახლოებით 150 მილიონ ლარამდე თანხა დაზოგა“. თუმცა, ახლა, ღარიბაშვილის განცხადებით, რეგიონში ეკონომიკური შენელების და ლარის გაუფასურების ფონზე, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა გარდაუვალი იყო და ეს ზრდა ოჯახებისა და საწარმოებისთვის უწყვეტი ელექტროენერგიის მიწოდებას უზრუნველყოფს.

სხვა ახალი ამბები: