რეგიონებში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება – რაზე ისაუბრეს “ქართული ოცნების” ოფისში?

0

623_videoრამდენიმე წუთის წინ დასრულდა გუბერნატორების, მერების, გამგებლებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების შეხვედრა “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში. აღნიშნულ შეხვედრას სამეგრელოს გუბერნატორი, საკრებულოს თავმჯდომარეები, გამგებლები და მერებიც ესწრებოდნენ.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების თავმჯდომარეებს დაუკავშირდა. ლაშა გოგიამ და მერაბ ქვარაიამ smo.ge-სთან განაცხადეს, რომ შეხვედრა იყო შიდაპარტიული და საქმიანი. საუბარი იყო სამომავლო გეგმებზე. მერაბ ქვარაიას განცხადებით სხდომას საქართველოს ვიცე-პრემიერი კახი კალაძე უძღვებოდა პარტიის გენერალურ მდივან ირაკლი კობახიძესთან ერთად.

“ეს იყო შიდა პარტიული და საკმაოდ საქმიანი შეხვედრა, რომელსაც ვიცე-პრემიერი კახი კალაძე უღვებოდა. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და ჩვენ უკვე სამეგრელოსკენ მოვემართებით, რათა ხვალიდან ჩვეულ ტემპში შევუდგეთ მუშაობას”-განაცხადა მერაბ ქვარაიამ და აქვე აღნიშნა, რომ რეგიონალურ დონეზე დაგეგმილი არ არის საკადრო ცვლილებები. ამ საკითხებზე დღეს “ქართული ოცნების” ოფისში არავის უსაუბრია.