რეგიონებში შესასრულებელი 651 პროექტი 201 მილიონი ლარით დაფინანსდება

0

274_35800_173249_J18A1163საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 651 პროექტისათვის 201 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ მთავრობის დღეს მიმდინარე სხდომაზე იმსჯელეს.

მთავრობამ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების ნაწილი დაამტკიცა. დღევანდელ სხდომაზე 510 პროექტი იყო გატანილი. დანარჩენი პროექტები მომდევნო სხდომაზე დამტკიცდება.

2013 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 651 პროექტი დაფინანსდება და ამისათვის 201 მილიონი ლარი დაიხარჯება. აღნიშნული თანხიდან მთელი საქართველოს მასშტაბით 271 გზას მშენებლობა-რეაბილიტაცია ჩაუტარდება. 217 სოფელში წყლის მიწოდების პრობლემა მოგვარდება; აშენდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 45 ხიდს. ქვეყნის მასშტაბით ნაპირდაცვითი სამუშაოები 52 ობიექტზე შესრულდება. სხვა ღონისძიებები: სპეცტექნიკის შეძენა, შენობების რეაბილიტაცია, პარკებისა და სკვერების მოწყობა, სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაცია, ხევების გაწმენდა, საყრდენი კედლების რეაბილიტაცია და ლიფტების მონტაჟი-რეაბილიტაცია 65 ობიექტზე გატარდება

სხვა ახალი ამბები: