რეგიონის თანამედროვე ავტორები: – ზაალ ჯალაღონიასა და გიგა ქავთარაძის პოეზია (VIDEO)

0

zaali da gigaსაინფორმაციო სააგენტო smo.ge წარმოგიდგენთ რეგიონის ორ თანამედროვე ავტორს, ზაალ ჯალაზონიასა და გიგა ქავთარაძეს. რუბრიკა “რეგიონის თანამედროვე ავტორები, უფრო ახლოს გაგაცნობ ორივე პოეტის შემოქმედებას.

ზაალ ჯალაღონია პოეტი, მთარგმნელი, მკვლვარი, დაიბადა 1981 წელს ჩხორწყუს რაიონ სოფ კირცხში. დაამთავრა თბილისის ივ ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალი. შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის ივ ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში . უახლესი ლიტერატურის კათედრაზე.გამოცემული აქვს პოეტური კრებული ,,დაბადებული ემბრიონები” და მეცნიერული მონოგრაფია ოთარ ჭილაძის შემოქმედებაზე.

 

მისი თარგმანი რადიარდ კიპლინგის ,,თუ” შესულია 12 საუკეთესო თარგმანთა შორის, რომელიც ამ ლექსზე შესრულდა. არის ასევე მეგრული პოეზიის თვალსაჩინო წარმომადგენელი. თარგმნის ძირითადად ინგლისურენოვან პოეტებს.ქართულად ამეტყველებული აქვს: უილიამ ბლეიკის, ეზრა პაუნდის, ემილი დიკინსონის, რიჩარდ ბროთიგანის და სხვათა პოეტური ნიმუშები. მისი მეცნიერული კვლევების სფერო ფართოა, იკვლევს, როგორც ისტორიულ საკითხებს ასევე ლინგვისტურ ანთროპოლოგიურ მოვლენებს.

გიგა ქავთარაძე ზუგდიდელია. ის ზუგდიდში დაიბადა და გაიზარდა. სწავლა თბილისში განაგრძო. ლექსების წერა მისი ჰობია და ძირითადად წერს მეგრულ ლექსებს, თუმცა მის შემოქმედებაში მრავლად არის ქართულენოვანი ლექსებიც. გიგა ქავთარაძის ლექსები ძირითადად აგებულია სიყვარულზე. საინფორმაციო სააგენტო smo.ge გაგაცნობთ ახალგაზრდა პოეტს.

სხვა ახალი ამბები: