რეგიონის თანამედროვე ავტორები: გია ჯიჭონაიას პოეზია (ვიდეო ინტერვიუ)

0

gia jichonaiaსაინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს რუბრიკის “რეგიონის თანამედროვე ავტორების” სტუმარია მწერალი და პოეტი გია ჯიჭონაია, რომელიც ოჯახთან ერთად ქალაქ ზუგდიდში ცხოვრობს. გია ჯიჭონაია რამდენიმე კრებულის და ასევე ხუთტომეულის ავტორია, რომელიც მიმდინარე წლის თებერვლის თვეში გამოიცა. ახალგაზრდა ავტორი ამ ხუთტომეულს სადაც ნოველები, მოთხრობები, სონეტები და მისი განცდილი და ნაფიქრია მოქცეული, მისი ცხოვრების ხუთტომეულს უწოდებს.

პირველ ტომში სონეტებია წერილები ბედნიერებას და “მთვარის აბაზანები” – ლექსი პროზად. მეორეში ნოველები და მოთხრობებია, რომლებიც მხოლოდ ქალთა ცხოვრებას ეძღვნება. მესამე ტომს ჰქვია “უკანასკნელი გასეირნება” და მასში მოთხრობები, ნოველები და ლიტერატურული ზღაპრებია, რომლებიც ოთხმოცდაათიან წლებში შეიქმნა. მეოთხე ტომი “ოქროს ხანაა”, რომელიც ჩემი შემოქმედების ოქროს ხანადაც შეიძლება ჩაითვალოს. მეხუთე წიგნშია “ჩემი ხეტიალის თანამგზავრი აზრები” და “ერთხელ წმინდა სამების კოლეჯში” ლექსი პროზად, რომელიც ჯორჯ ბაირონს ეძღვნება.

გია ჯიჭონაიასთან ვრცელ ინტერვიუს გთავაზობთ საინფორმაციო სააგენტო smo.ge

 

სხვა ახალი ამბები: