რეგიონის თანამედროვე ავტორები: პაპუნა შუშანიას პოეზია

0

10921958_704525122997144_1312403206_nდედამ მამლის ყივილს დაასწრო და მეც მოვევლინე ქვეყნიერებას, ღვინობისთვის თხუთმეტში … როგორც ბებო მიყვება, წვიმიანი დილა იყო, ალბათ ამიტომაც მიყვარს წვიმიანი ამინდები, აი ისეთი, მოგონებებს, რომ ასველებს….
ბავშვობა ხობში გავატარე… დავამთავრე საერო საშუალო სკოლა „არეას“ სრული კურსი, შემდეგ სამედიცინო ფაკულტეტი…
ახლა ჟურნალისტად ვმუშაობ… საქმეს, რომელსაც ვაკეთებ ძალიან მომწონს…
მიყვარს ფიქრი… ფიქრი ყველაფერზე და ამავდროულად არაფერზე… ვარ მაქსიმალისტი, ყველაფერი ან საერთოდ არაფერი… არ ვარ მეოცნებე არც პოლიტიკურ და არც არაპოლიტიკურ ჭრილში… ვუფრთხილდები ადამიანებს, ღირებულებას და ფასეულობებს….
მყავს დედა– მაკა ლატარია, ძმები – ნუგზარ და ალექსი შუშანიები, ძმისშვილი –მარიამ შუშანია და რძალი –სოფიო ჩიქოვანი…
ჩემი შინაგანი მდგომარეობა ჩემს ლექსებში იკითხება, ლექსებში რომლებსაც „ვორდის ფაილებში“ ვაკონსერვებ…
სულ ეს ვარ, ცოტასთან ბევრი და ბევრთან ცოტა

 

ვეწევი

მიქრიან დღეები იმედთა თაღებით,
მშვიდდება უსამნო გრძნობათა მესევი,
ვერ ისხამს გაზაფხულს ცა ლექსის- ძალებით
ვეწევი, ვეწევი, ვეწევი, ვეწევი. . .
დარდიც ხომ მუზათა სულის ცა-თაღია,
უშენოდ სიტყვები წუხილად მეწევიან
სიცოცხლე სიკვდილთან ხშირად მართალია-
ვეწევი, ვეწევი, ვეწევი, ვეწევი. . . .
რა მინდა? დარჩენა სასრულის დიალთან,
მივდივარ, ღამეა მგზავრივით დაღლილი,
დუელი სიკვდილთან, უაზრო ტრიალთან,
ვეწევი, ვბრიალებ ლექსივით ცაღლილი. . .
ვერ ზვერავს გაზაფხულსცა-ლექსისძალებით
მშვიდდება უსამნო გრძნობათა მესევი. . . . .
მიქრიან დღეები იმედთა თაღებით
დროს ვეღარ ვეწევი, ვერასგზის ვეწევი. . .

 

გთხოვდი. . .

გთხოვდი, თანაგრძნობას გთხოვდი,
მეტი არაფერი მსურდა,
არც რა ღამისა და დილის,
სხივი ჩვილბავშვივით მშურდა. . .
მქონდა სიყვარულის გეში,
რაღაც უცნაური გრძნობა,
სხივებს ვამზევებდი მზეში,
სული უსასრულოდ თრთოდა. . .
აღარც უსასრულო განცდა,
აღარც ტკივილების ვიში,
შენთან სიყვარული მსურდა,
რაღაც უსაბამო შიშით. . .
გთხოვდი, ჩემს სიყვარულსგთხოვდი,
სადღაც მიუწვდომლად მყავდი,
ისევ ქარშოშინით ქროდი,
ისევ მარტოობით მკავდი. . .
დუმდა ეს სამყაროც დუმდა,
გთხოვდი, თანაგრძნობას გთხოვდი!

 

რატომ და რათა

თვალები უფლის,
ლოცვები ცათა,
ჩურჩული თბილი
მეუფე ხმათა. . .
ავყავართ ჯვარის
დიდებას ცათა,
და მესმის კითხვა
მათრთოლებსკითხვა-
რატომ და რათა?
თვალები უფლის,
ლოცვები ცათა
ჩურჩული თბილი
მეუფე ხმათა. . . . .

 

@ @ @

გადაიბუქეს მთებით
მზერა შეუვლებ ფერთა
ცა მზესთან არის ახლო,
ჩემი გული კი შენთან. . . . .
რომ გვეძალება გრძნობა,
მაშინ ვერაფერს ვამბობთ
სალაპარაკოს ჩვენსას
გრძნობისსიხელეს ვანდობთ. . .
შენ ჩემზე უფრო კარგო,
უნდა დატოვო კვალი,
იცი ვერაფერს ვამბობ,
როცა ღვინით ვარ მთვრალი. . .
ცა მზესთან არის ახლო,
შენს სიშორეზე ვფიქრობ,
მართლა ყველაფერს დავთმობ,
ოღონდ შენ ჩემთან იყო. . .

 

ენავ ქართულო

ვერც ცეცხლმა მწველმა
ვერც ჟამმა ომის,
ვერ წაგაქცია
ხარ სულთან მდგომი,
რამ დამავიწყოს
დიდება შენი,
აბია მამულს
კვლავ შენი ბჭენი. . . .
მოვედით სისხლით
მოვედით ტანჯვით
მოვედით მღერით
მოვედით გარჯით. . .
გვალაპარაკებს სითბოა შენი,
ვტირივართ აქაც ვამაყობთ შენით. . .
მოგვყვება როგორც დარაჯი ყოფის,
ენაო, შენი ურყევი გენი. . . .
ვინ წაგაქციოს
უფალთან მდგომი,
შენა ხარ ჩემი,
აზრი და გონი!