რეგიონის თანამედროვე ავტორები: დემეტრე ზარქუას პოეზია (VIDEO)

0

demetre zarquaახალგაზრდა პოეტი დემეტრე ზარქუა დაიბადა 1996 წლის 27 აგვისტოს ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში. დაამთავრა ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათის წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზია. პარალელურად დემეტრე ზარქუა მსახურობდა ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. ახალგაზრდა პოეტი ამჟამადაც სტიქაროსანია.

18 წლის ახალგაზრდა პოეტმა გასულ წლებში ზუგდიდში დამოუკიდებლად ჩამოაყალიბა ახალგაზრდა პოეტთა ასოციაცია, სადაც მასთან ერთად გაწევრიანებულები არიან სხვა შემოქმედებიც. დემეტრე ზარქუა ასევე “ქვიშის პოეტების” წევრია. ზარქუას შემოქმედებაში დაახლოებით ორასამდე ლექსი და პროზაული ნაწარმოებია. საკუთარი კრებულის გამოცემას ის 27 წლის ასაკში აპირებს. უახლოეს მომავალში კი დემეტრე ზარქუა საზოგადოებას მის ახალ ლექსებსაც გააცნობს.

სხვა ახალი ამბები: