რეგიონული განვითარების მინისტრი სამეგრელოში

0

anakliaსაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სამეგრელოს მხარის მუნიციპალიტეტების გამგებლებს, საკრებულოების თავმჯდომარეებსა და წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე 2013 წელს რეგიონებში განსახორციელებელი და დასაფინანსებელი პროექტების მომზადებისა და სამთავრობო კომისიისათვის წარდგენის პრიორიტეტები განიხილეს.
2013 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისათვის 200 მილიონი ლარია გათვალისწინებული, 140 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე 2012 წელს იყო გამოყოფილი. განისაზღვრა პრიორიტეტები: წყლის სისტემის, ხიდების, გზების, გარე განათებისა და ა.შ. მშენებლობა-რეაბილიტაცია.
მინისტრმა და მისმა მოადგილემ დღესვე მოინახულეს ანაკლიაში და განმუხურში დაწყებული სამშენებლო სამუშაოები. ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრის მოადგილე დღეს ანაკლიაში პორტებისა და სანაპიროების პროექტების კომპანია – ,,დოკუა”-ს ხელმძღვანელს იონგ ჯუნგ ჩიოს შეხვდა, რომელმაც ანაკლიის ნაპირდაცვითი სამაგრების პროექტები გააცნო მინისტრს. კორეული კომპანია – ,,დოკუა” ანაკლიაში ნაპირდაცვითი ნაგებობების პროექტირების განხორციელებასა და მის მშენებლობას გაუწევს ზედამხედველობას.

სხვა ახალი ამბები: