რეგიონული მართვის მინისტრი დავით ნარმანია სამეგრელოში იმყოფება

0

1010339_558772060835072_816164922_nსაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ ედიშერ თოლორაიასთან ერთად დილიდან ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის კვართის გადმოსვენებას დაესწრნენ.

მოგვიანებით ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ედიშერ თოლორაია და რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ნარმანია ზუგდიდში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ. დავით ნარმანიამ და ედიშერ თოლორაიამ მოინახულეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლები და შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას.

ინფრასტრუქტურის მინისტრი ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად იმყოფებოდა საკურორტო სოფელ ანაკლიაში, რომელიც რამდენიმე კვირის წინ სტიქიამ დააზარალა. მსგავსად სხვა სოფლებისა მინისტრი და გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა. მინისტრმა ასევე დაათვალიერა საკურორტო ზონაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ზუგდიდს ხვალ დატოვებს, თუმცა ის მანამდე ადგილობრივ მედიასაშუალებებთან შეხვედრას გამართავს.

სხვა ახალი ამბები: