რეგიონული მართვის სამინისტრომ ზუგდიდში შეხვედრა გამართა

0

223412_266118436854684_1905784786_nსაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეგიონული განვითარების რეფორმის მხარდაჭერის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით შეხვედრებს განაგრძობს. 13 თებერვალს სამინისტროს წარმომადგენლები მინისტრის პირველი მოადგილის, თენგიზ შერგელაშვილის ხელმძღვანელობით ზუგდიდში იმყოფებოდა. სამუშაო შეხვედრას, რომელიც სამხარეო ადმონისტრაციის შენობაში გაიმართა, გუბერნატორი თენგიზ გუნავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი თოდუა, გამგებლის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი მურთაზ ბოკჩავა, სამხარეო ადმონისტრაციის წარმომადგენლები, UNDP-სა და GIZ-is ადგილობრივი ექსპერტები, მხარის მუნიციპალიტეტების გამგებლები და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხვა ახალი ამბები: