რეზო ჩხეიძის ახალი ფილმის პრეზენტაცია ზუგდიდში

0

1ზუგდიდში კინორეჟისორ რევაზ ჩხეიძის ახალი ფილმის „მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი“-ს ჩვენება გაიმართა. ჩვენებას ფილმის რეჯისორი რევაზ ჩხეიძეც ესწრებოდა.

ფილმი გადაღებულია ნობელის პრემიის ლაურეატი შვედი მწერლის სელმა ლაგერლოფის ნაწარმოების მიხედვით. სცენარის ავტორები არიან ნუგზარ ჯუღელი, აწ განსვენებული სულიკო ჟღენტი, ამირან დოლიძე, და რეზო ჩხეიძე.

სცენარი ბაგრატიონის გვარის წარმომადგენელ ახალგაზრდა ქართველს ეხება, არცთუ სერიოზული მსახიობი იერუსალიმში მოხვდება, განიცდის კათარზისს, შეიცვლება და იქიდან წმინდა ცეცხლი მოაქვს სამშობლოში, რათა გადაარჩეს საქართველო, ამ გზაზე მას უამრვაი დაბრკოლება შეხვდება, თუმცა საბოლოოდ მაინც მოახერხებს უფლის საფლავიდან ცეცხლის საქართველოს მიწაზე ჩამოტანას. ფილმს  საქართველოს პატრიარქმა წინასწარმეტყელური უწოდა

2ფილმის ბიუჯეტი 2 მილიონ 300 ათას ლარს შეადგენს და მისი გადაღება 5 ქვეყანაში მიმდინარეობდა. ფილმი რუსულ ენაზეა გახმოვანებული და მას ინგლისური სუბტიტრები ახლავს, რეჟისორი აღნიშნავს, რომ ნაწარმოების ქართული გახმოვანებისთვის საჭირო თანხების მოძიება მხოლოდ ახლა შესძლეს. და მისი ქართული ვერსია მზად მალე იქნება. რევაზ ჩხეიძემ ასევე დასძინა რომ ფილმი რუსულ ენაზე რუსმა სახალხო არტისტებმა სრულიად უფასოდ გაახმოვანეს.

რეზო ჩხეიძე ყუკვე რამდენიმე დღეა სამეგრელოში იმყოფება და ღირსშესანიშნაობებს სტუმრობს, მან დღეს დადიანების მუზეუმიც მონახულა. რეჟისორს თან ახლდნენ მეგობრები მა შორის მსახიობი ნუგზარ შარია და გოგი დოლიძე.

კინოთეატრში შეკრებილმა საზოგადობამ რეზო ჩხეიძეს ქართულ კინომატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მისი შემოქმედების შსახებ ისაუბრა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ კი მას ზუგდიდის დადიანების სასახლის ისტორიის შესახებ დაწერილი წიგნი უსახსოვრა.

სხვა ახალი ამბები: