რესტორან “თავადურში” ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია სცემეს

0

tavaduriბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია რესტორან “თავადურის” დაცვის თანამშრომლებმა სცემეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბიზნესმენი აღნიშნულ რესტორანში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მიხეილ ხუბუტია რესტორანი ხუთი წუთით დატოვა, რის შემდეგაც ის ისევ მეგობრებთან ბრუნდებოდა, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა არ შეუშვეს. სწორედ ამის შემდეგ მოხდა შელაპარაკება ბიზნესმენსა და რესტორნის დაცვის თანამშრომლებს შორის.

ნაცემი ბიზნესმენს ამ წუთებში სამართალდამცავები ორთაჭალაში კითხავენ. სხვა დეტალები ინციდენტთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.

სხვა ახალი ამბები: