რისი გაკეთება შეძლო ახალმა ხელისუფლებამ არჩევნებიდან არჩევნებამდე?!

0

get_imgიმას რასაც ხელისუფლება წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით ნაკლებად აპიარებს, სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, მერაბ ქვარაია აქვეყნებს. საინფორმაციო სააგენტო smo.ge უკომენტაროდ გთავაზობთ იმას, რაც ახალ ხელისუფლებას დღევანდელ დღემდე გაუკეთებია.

ბიძინა ივანიშვილი და კოალიცია “ქართული ოცნება” ნაკლებად აპიარებს იმ სასიკეთო ცვლილებებს,რაც მოხდა ხელისუფლებაში მათი მოსვლიდან 10 თვის განმავლობაში.

მათი რაოდენობა კი არც ისე მცირეა.

აქ ჩამოთვლილია ნაწილი იმ მნიშვნელოვან ცვლილებათაგან,რაც განხორციელდა საქართველოში 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ :

მართლმსაჯულების სფეროში

1.„ამნისტიის შესახებ“ კანონი, როგორც ჰუმანური აქტი, შეეხო 17 053 ადამიანს. მათ შორის: 16428 მამრობითი (არასრულწლოვანი – 66, სრულწლოვანი-16017, ხანდაზმული – 345) და 625 მდედრობითი (სრულწლოვანი – 594, ხანდაზმული-31) სქესის პირს. ათასობით ადამიანი დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს.

2. „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებების შეტანით გაუქმდა უპირობოდ სასჯელების შეკრების პრინციპი. სასჯელების შეკრების პრინციპი უზომოდ მაღალი სასჯელების გამოტანას იწვევდა. ამიერიდან დანაშაულთა ერთობლიობის შემთხვევაში მოსამართლე სასჯელთა უპირობო შეკრებითობის ნაცვლად, იხელმძღვანელებს პრინციპით, როცა სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო რეციდივის შემთხვევაში უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს ანდა ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.

3. „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებებით სასამართლოების 9 წლის განმავლობაში გამოკეტილი კარი გაიღო და სასამართლო სხდომები გამჭვირვალე გახდა საზოგადოებისათვის. ეს აუცილებელია როგორც დღეს ასევე სამომავლოდ მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის, სანდოობის და კანონიერების მიღწევისათვის.

შრომითი ურთიერთობების სფეროში

4. „საქართველოს შრომის კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებით მკვეთრად გაუმჯობესდა დასაქმებულის შრომითი უფლებები, კერძოდ:
აიკრძალა შრომითი ხელშეკრულებით კანონით გათვალისწინებულისაგან ისეთი განსხვავებული ნორმების შემოღება, რომლებიც აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას;
დაწესდა, რომ თუ შრომითი ურთიერთობა 3 თვეზე მეტ ხანს გაგრძელდება, ხელშეკრულება აუცილებლად წერილობითი ფორმით უნდა იყოს დადებული. ეს აზღვევს დასაქმებულს დამსაქმებლის მხრიდან ანაზღაურებაზე უარის თქმისაგან;
ხელფასის შემცირება და სხვა არსებითი პირობების შეცვლა, ამიერიდან მხოლოდ დასაქმებულთან შეთანხმებით იქნება შესაძლებელი;
დაწესდა ზეგანაკვეთური შრომის სავალდებულო ანაზღაურება. თუ სრულწლოვანი პირი კვირაში იმუშავებს 40 საათზე მეტ ხანს ან უქმე დღეებში ნებისმიერ დროს, მას უნდა აუნაზღაურდეს შრომა უფრო მეტი გასამრჯელოთი ვიდრე ჩვეულებრივი შრომა საათისათვის ეკუთვნის;
აიკრძალა დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლება უმიზეზოდ ან რაიმე სუბიექტურ გარემოებაზე მითითებით. განთავისუფლება უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული ობიექტური გარემოების არსებობისას;
ორჯერ გაიზარდა დასაქმებულისათვის ეკონომიკური გარემოებების, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებების გამო, რომლებიც აუცილებელს ხდის მის შემცირებას, გადასახდელი კომპენსაციის ოდენობა.

5. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებით საჯარო მოხელეები ვეღარ დაინიშნებიან თანამდებობაზე შესაბამისი კონკურსის გავლის გარეშე. ამით საქართველოს ყველა მოქალაქეს მიეცემა სახელმწიფო სამსახურში დასაქმების თანაბარი შესაძლებლობა.

სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში

6. „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი“ მიღების და „დაზღვევის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების გამო მკვეთრად გაუმჯობესდა ჩვენი მოქალაქეების სოციალური და ჯამრთელობის დაცვის სისტემა. კერძოდ,

2013 წლის 1 აპრილიდან 125 ლარი გახდა სახელმწიფო პენსია ყველა ასაკით პენსიონერისათვის;

2013 წლის 1 სექტემბრიდან კვლავ გაიზარდა პენსია და ის 150 ლარი გახდა. ამით შესრულდება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დანაპირები – პენსიის საარსებო მინიმუმთან გათანამბრების თაობაზე (დღეის მდგომარეობით ამ უფლებით – 681 032 პირი სარგებლობს).

2013 წლის 1 აპრილიდან განხორციელდა სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეთა კომპენსაციის გადაანგარიშება. საერთო ჯამში ამ კატეგორიის პირების 90%-ს (15 ათას კაცს) საშუალოდ 70 ლარით გაეზარდათ პენსია;

2013 წლის 1 აპრილიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის გათვალისწინებული პენსიის (სოციალური პაკეტის) ოდენობა გაიზარდა და გახდა 125 ლარი;

2013 წლის 1 სექტემბრიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის გათვალისწინებული პენსია (სოციალური პაკეტი) კვლავ გაიზარდა და გახდა – 150 ლარი;

2013 წლის 1 სექტემბრიდან – მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს (არსებული – 70 ლარი), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს (არსებული – 70 ლარი), მარჩენალდაკარგულებსა (არსებული პენსია – 55 ლარი) და პოლიტრეპრესირებულებს (არსებული პენსია – 55 ლარი) პენსიის ოდენობა გაეზრდათ – 100 ლარამდე. 2013 წლის მაისის მდგომარეობით ასეთი პირთა რაოდენობა საქ. შეადგენს 173 831ადამიანს.

2013 წლის 1 ივლისიდან გაორმაგდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისათვის გათვალისწინებული საარსებო შემწეობის ოდენობა და განისაზღვრა ერთწევრიანი ოჯახისათვის 60 ლარის (ნაცვლად 30 ლარისა), ხოლო ოჯახის ყოველ მომდევნო წევრზე – 48 ლარის (ნაცვლად 24 ლარის) ოდენობით;
მიმდინარეობს ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიისა და ადმინისტრირების სქემის გადახედვა/დახვეწა. შეფასების ფორმულიდან ამოღებულ იქნა სატელიტური ანტენა. 2013 წლის მაისის მდგომარეობის საარსებო შემწეობის მიმღებია – 136 873 ოჯახი (სულ 411 939 პირი)

20 თებერვლიდან შემოღებული იქნა გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, ვისაც საკუთარი ჯამრთელობა დაზღვეული არ ჰქონდა. რაც ნიშნავს იმას, რომ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება (მათ შორის ოპერაცია) ჩვენი მოქალაქეებისათვის ყველა ცალკე აღებულ შემთხვევაზე ფინანასდება სახ. ბიუჯეტიდან 15000 ლარის ფარგლებში. გადაუდებელ შემთხვევათა (ოპერაციათა) რაოდენობა დროის პერიოდით ლიმიტირებული არ არის.
პირველი ივლისიდან შემოღებული იქნა საყოველთაო დაზღვევა რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეებისათვის გეგმიური ოპერაციები ფინანსდება მისი ღირებულების 70%-ის ოდენობით, ონკოლოგიური ოპერაციები 80%-ის ხოლო 18 წლამდე მოქალქეებისათვის 100 % – ის ოდენობით. ამისათვის სახ. ბიუჯეტიდან გამოყოფილია 163.0 მლნ ლარი. სულ 2013 წელს ახალი ბენეფიციარების დაზღვევაზე მიიმართულია 230.0 ლარზე მეტი.
მშობიარობა გახდა უფასო საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლე ყველა ქალბატონისათვის. საკესირო კვეთა თუ მშობიარე ქალს ის სჭირდება მისი ჯამრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ფინანსდება ბიუჯეტიდან 800 ლარის ოდენობით.

თავდაცვის სფეროში

7.,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” კანონში განხორციებული ცვლილებებით დადგინდა ომში დაღუპული მეომრების ოჯახებისათვის ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობის კომპენსაცია. ყოველთვიური კომპენსაცია გაიცემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისათვის, ასევე საქართველოს საერთაშორისო ოპერაციებში გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისათვის. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 22 წლის შემდეგ სახელმწიფომ დაიწყო ზრუნვა იმ თანამოქალაქეებზე, რომლებმაც საქართველოს შეწირეს შვილები, მეუღლეები და მამები.

8. ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონში განხორციელებული ცვლილებებით დადგინდა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 ლარის ოდენობით საქ. საერთაშორისო ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის
განხორციელებისას გარდაცვლილი ან მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებისათვის.

კომუნალური მომსახურების და მშენებლობის სფეროში

9. `საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ~ კანონში ცვლილებების შეტანით დასუფთავებისა და ელექტრო ენერგიის გადასახადები განცალკევდა, რითაც მნიშვნელოვნად შეუმსუბუქდა მოსახლეობას ე.წ. კომუნალური მომსახურების გადასახადების ტვირთი („დენი ნაგავს აღარ წერს!“).

10. სოფლად და ქალაქად შემცირდა ელექტრო ენერგიისა და გაზის მიწოდების ტარიფები (1 კვ. ელექტროენერგიის საფასური 13 თეთრიდან 9.4 თეთრამდე შემცირდა).

11. პროექტის დარღვევით წარმოებულ მშენებლობაზე მოიხსნა დაკისრებული ჯარიმების გადახდის ვალდებულება თუ მოქალაქეები მოახდენენ შეცვლილი პროექტების წარმოდგენას. ამით მოქალაქეებს მიეცათ საშუალება, ერთი მხრივ, გათავისუფლდნენ მძიმე ჯარიმებისაგან და, მეორე მხრივ, შეიქმნა დამთავრებული შენობების ექსპლოატაციაში მიღების სამართლებრივი შესაძლებლობა.

გადასახადების სფეროში

12. „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებით დაუბეგრავი მინიმალური ხელფასი 20 ლარიდან გაიზარდა 150 ლარამდე. ასეთი დაბალი ხელფასების მქონე მოქალაქეები სრულად განთავისუფლდნენ საშემოსავლო გადასახადის გადახდისაგან. მათ მე-13 ხელფასის სახით უკან დაუბრუნდებათ უკვე დაკავებული საშემოსავლო გადასახდი.

13. „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებით 150 ლარიდან 500 ლარამდე ხელფასების მქონე პირები ასევე განთავისუფლდნენ საშემოსავლო გადასახადის გადახდისაგან 150 ლარის ნაწილში. ეს ნიშნავს იმას, რომ 500 ლარიანი ხელფასის მქონე პირების საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა მხოლოდ 350 ლარია.

14. ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში” ცვლილების შეტანით საშემოსავლო გადასახადის გადახდისაგან ასევე განთავისუფლდა 6000 ლარამდე შემოსავლის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, კერძოდ – ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

15. 200 000 ლარამდე მოგების მქონე გლეხები განთავისუფლდნენ მოგების გადასახადის გადახდისაგან. მიღებული კანონი ფერმერებს და გლეხებს ხელს უწყობს განავითარონ სოფლის მეურნეობა.

სოფლის მეურნეობის სფეროში

16. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ”კანონში ცვლილება განხორციელდა იმის გამო, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისთვის სტატუსის შეცვლას და მის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კატეგორიაში გადაყვანას მასობრივი სახე მიეცა. შედეგად სოფლები საძოვრების გარეშე დარჩა. აღარ დარჩა არც სარეზერვო მიწები. გაყიდულია საქართველოს მიწის გარკვეული ნაწილი, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს სოფლებზე. ინიცირებული კანონით იზღუდება უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიყიდვის შესაძლებლობა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისათვის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს განპირობებული იქნება სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი საჭიროებით.

17. `სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის მიღებით სოფლის მოსახლეობას მიეცა შესაძლებლობა გააერთიანდენ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში და უფრო ეფექტურად განახორციელონ საკუთარი მეურნეობის მართვა. ამასთან მიიღონ მთელი რიგი შეღავათები.

18. „2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის მიღებით სოფლის მეურენობის სფეროში განხორციელდა უპრეცედენტო პროექტი მოსახლეობისათვის სახელმწიფო დაფინანსებით მიწის ნაკვეთების მოხვნა-დადისკვასთან დაკავშირებით. ამასთან დარიგებული იქნა სასაქონლო ბარათები, რამაც ძალიან ბევრ ოჯახს სამეურნეო ინვენტარის განახლების საშუალება მისცა.

19. მეცხოველოეობის სფეროში განხორცილდა მოსახლეობის საკუთრებაში მყოფი მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელის ვაქცინაციის პროგრამა დაავადება „თურულის“ წინააღმდეგ. ვაქცინაცია განხოცილდა უსასყიდლოდ.

სკოლამდელი აღზრდის და განათლების სფეროში

20. „თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონში შეტანილი ცვლილებით გაუქმდა სკოლამდელი ასაკის აღმზრელობით დაწესებულებაში – საბავშვო ბაღებში, დაწესებული გადასახადი. კანონპროექტითვე აიკრძალა სამომავლოდ აღნიშნულ დაწესებულებებში გადასახადის, ტარიფის ან რაიმე სხვა საფასურის შემოღება, რითაც განსაკუთრებით იმ მოქალაქეებს, რომელიც დღის განმავლობაში მუშაობენ და არ აქვთ ბავშვისთის ძიძის აყვანის ფინანსური საშუალება, მიეცათ საშუალება უფასოდ ისარგებლონ სახელმწიფოს მიერ მინიჭებული უფლებით – მისცენ ბავშვს სკოლამდელი აღზრდა.

21. მთიანი რეგიონების სკოლის მოსწავლეებისათვის ვინც 3 და მეტი კილომეტრის დაშორებით ცხოვრობს სკოლიდან, განხოცილდა სასკოლო ავტობუსის პროგრამა. ამ პროგრამამ მოსწავლეებს საშუალება მისცა დაბრუნებოდნენ სკოლას და სასწავლო პროცესს. ოჯახებს დაეზოგათ ის დამატებითი ხარჯები, რაც ბავშვის შორი მანძილიდან სკოლაში ტარებასთან იყო დაკავშირებული. წერტილი დაესვა ბავშვების სხვა სოფლებში გაბარების დამკვიდრებულ პრაქტიკას. ამ პროგრამით 16 000 მოსწავლე და 10 000 პედაგოგი სარგებლობს.

22. 70 000 პედადგოს გაეზარდა ხელფასი. საათების რაოდენობიდან და პედაგოგის კვალიფიკაციიდან გამომდინარე ის დღეის მდომარეობით შეადგენს 500-600 ლარს.

23. 70 ლარიდან 150 ლარამდე გაეზარდათ ხელფასი საჯარო სკოლების 15 000 ტექნიკურ მუშაკს: დარაჯებს, დამლაგებლებს, ზეინკლებს, მზარეულებს, ბუაღალტრებს.

24. მთელი საქართველოს მაშტაბით ახალი სასწავლო წლისათვის რემონტდება 600 საჯარო სკოლა.

25. საქართველოს უმრავლეს რაიონში (მუნიციპალიტეტში) აღდგენილი იქნა გაუქმებული სასოფლო ბიბლიოთეკების ქსელი.

26. უმაღლესი სასწავლებლებში 17 სპეციალობაზე გამოცხადდა სწავლა უფასოდ.

27. ახალ 2013 სასწავლო წელს 500 000 მოსწავლე უფასოდ მიიღებს სასკოლო სახელმძღვანელოს, რაც 2/3 მოსწავლიან ოჯახს სასექტემბროდ საშუალოდ 400 ლარს დაუზოგავს.

სხვა ახალი ამბები: