რიჩარდ ნორლანდი: “ამერიკა ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს”

0

norland richardმოვუწოდებ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობის ჩადენისგან, ან ძალადობის პროვოცირებისგან. მოვუწოდებ, ხელი შეუწყონ მშვიდობიან გარემოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იყოს განმტკიცებული პატივისცემა დამოუკიდებელი სასამართლოსა და კანონის უზენაესობის, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს გიგი უგულავას დაკავებისა და საქალაქო სასამართლოსთან მომხდარ დაპირისპირებაზე კომენტირებისას განუცხადა.

როგორც ნორლანდმა აღნიშნა, ამერიკა ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს.

“ეს არის სერიოზული საქმე. ამერიკა ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ჩვენი ყურადღების ცენტრში არის სამართლებრივი პროცესები. ჩვენს წუხილს ზრდის ის ფაქტი, რომ საქართველოში წინასაარჩევნო გარემოა, 12 ივლისს დანიშნული განმეორებითი არჩევნების წინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ იყოს დაცული სამართლებრივი პროცესი და უზრუნველყოფილი სამართლებრივი პროცესის უმაღლესი სტანდარტები, რომელიც იქნება თავისუფალი რაიმე სახის პოლიტიკური გავლენისგან”, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

მისივე განმარტებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ესმის, რომ წინასწარი დაკავების შესახებ გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნება.
“ჩვენ ამას დავაკვირდებით. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობის ჩადენისგან, ან ძალადობის პროვოცირებისგან. მოვუწოდებთ, ხელი შევუწყოთ მშვიდობიან გარემოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იყოს განმტკიცებული პატივისცემა დამოუკიდებელი სასამართლოსა და კანონის უზენაესობის”, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

სხვა ახალი ამბები: