რიჩარდ ნორლანდი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციას სტუმრობდა

0

zugdidiამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა დღის ბოლოს ზუგდიდში ბოლო შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის პოლიციის სამმართველოში გამართა. ამერიკელი დიპლომატი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მთავარი სამმართველოს უფროსს ლევან შონიას პირისპირ შეხვდა. ამერიკის ელჩი სამხარეო პოლიციის თანამშრომლებსაც გაესაუბრა.

შეერთებული შტატების ელჩმა კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ წინა წლებთან შედარებით პოლიცია აპოლიტიკურია და არც ერთ პოლიტიკურ საქმიანობაში არ ერევა. წინასაარჩევნო გარემო სამეგრელოში რიჩარდ ნორლანდმა კიდევ ერთხელ დადებითად შეაფასა და ამის გამო კმაყოფილებაც გამოთქვა. ამერიკელმა დიპლომატმა ზუგდიდი ერთი საათის წინ დატოვა.

სხვა ახალი ამბები: