რობინ უილიამსი გარდაცვლილი იპოვეს

0

Robin-Williamsცნობილი ამერიკელი მსახიობი რობინ უილიამსი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მსახიობი 63 წლის იყო  და გარდაცვალების მომენტში კალიფორნიაში იმყოფებოდა.

„ამ დროისთვის გამოძიებლები ვარაუდობენ, რომ გარდაცვალების მიზეზი სუიციდის შედეგად გამოწვეული ასფიქსია გახდა, თუმცა საბოლოო დასკვნა მრავალხმრივი გამოძიების შედეგად დაიდება“,- აცხადებენ პოლიციაში.

მსახიობის გარდაცვალების გამო ამერიკის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ მწუხარება გამოთქვა.

რობინ უილიამსი მფრინავი, ექიმი, ჯინი, აღმზრდელი, პრეზიდენტი, პროფესორი, მოუსვენარი პიტერ პენი  და სხვა ვინმე იყო, მაგრამ ის ერთადერთი იყო“,- ნათქვამია ობამას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ივლისში მედია წერდა, რომ მსახიობი, რომელიც ალკოჰოლისა და ნარკოტიკებთან დაკავშირებულ პრობლემას ებრძოდა,  სარეაბილიტაციო ცენტრში „სიფხიზლის შენარჩუნების“ პროგრამას გადიოდა.

63 წლის მსახიობი „ოსკარისა“ და რამდენიმე „ოქროს გლობუსის“ მფლობელია. ის ცნობილია ფილმებიდან „გარდაცვლილი პოეტების საზოგადოება“, “დილა მშვიდობის ვიეტნამ“ და სხვა.

სხვა ახალი ამბები: